სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
განათლება მდგრ. განვით.
კონცეფცია
ქართულ სასწავლებელში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს განათლების თანამედროვე მიმართულების - განათლება მდგრადი განვითარების სივრცეში, რომელშიც ეკონომიკის, სოციოლოგიის, ეთნოლოგიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანთაშორისო კავშირები ფართო გაგებით მოიაზრება.
სასწავლო პროგრამა, დაფუძნებული სასწავლო დისციპლინათა ერთიანობაზე. იძლევა რა სამყაროს თანამედროვე მოდელის შეცნობის საშუალებას. ასეთი სასწავლო პროცესი უყალიბებს ბავშვს უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ მსოფლმხედველობას, ერთიან, დროსა და სივრცეში მუდამ ცვალებადი სამყაროს ხედვის უნიკალურ სტილს.
სასწავლო პროსეცში მთავარი მისია აკისრია სამ ენას:
- ენას, რომელზედაც ვაზროვნებთ, ქართული ენა და ლიტერატურა;
- ენას, რომელზედაც აზროვნებს მთელი მსოფლიო, მათემატიკა;
- უნივერსალური ენა, რომელზედაც გვესაუბრება სივრცესა და დროში მუდამცვალებადი სამყარო - ფილოსოფია.
საქართველო ოდითგანვე ასრულებდა აზია-ევროპის დერეფნის როლს ევროპისა და აზიის ხალხთა ისტორიაში. ამიტომაც სასწავლებელში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელი ფენომენის- აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა გზაჯვარედინის არსის გაცნობიერებას, რადგან საქართველოს მომავალი მოქალაქის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთ კულტურის შესწავლის გარეშე.
ქართული სასწავლებლის კონცეფციიდან გამომდინარე, რომელიც თავისთავად გულისხმობს ჩვენი ქვეყნის მსოფლიო პროცესებში ინტეგრირებას და ურთიერთკავშირისათვის ხელის შეწყობას, სასწავლებელში დიდი ყურადღება ექცევა მულტიკულტურულ და მულტილინგვისტურ განათლებას. დასავლეთ-ევროპულ -გერმანული, ინგლისური და ჩეხური და რუსულ ენებთან ერთად ისწავლება აღმოსავლური - იაპონური ენაც.
ქართულ სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასთან ერთად ფუნქციონირებს სამხატვრო, სამუსიკო, სასპორტო სექტორები, რომელთა პროგრამები შესაბამისობაშია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამებთან და ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი, მხატვრული აზროვნების განვითარებას და ასევე, მის ფიზიკურ სრულყოფას.
"განათლება მდგრადი განვითარებისათვის" მიზნების განხორციელებისათვის ქართული სასწავლებლის განათლების სივრცეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფართო თანამშრომლობას ორ სექტორს- ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის.
„ქართული სასწავლებელის” კონცეფცია -“განათლება მდგრადი განვითარებისთვის” - ჩამოყალიბებულია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ეთერ სვანიძის მიერ 1995 წელს. საავტორო პროგრამა: „საგანმანათლებლო კომპლექსის „ქართული სასწავლებლის“ სტრუქტურა და სასწავლო პროგრამები“ ლიცენზირებულია საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს 1995 წლის 9 ივნისის # 1-01/11-45
მნიშვნელობა
მოცემული პროგრამა მნიშვნელოვანია არა მარტო ერთი რომელიმე რეგიონის და ქალაქისათვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის, დედამიწისათვის, რადგან იგი ემსახურება მოზარდი თაობის, ქვეყნის მომავლის, ახლებური, მდგრადი განვითარების პრინციპებზე აღზრდის პრობლემას, თაობის, რომელიც შეძლებს კაცობრიობის ცივილიზაციის ახალ დონეზე ამაღლებას, სადაც შერწყმული იქნება ბუნების, საზოგადოებისა და ეკონომიკის ინტერესები.
ამ პროგრამამ უნდა მოამზადოს არა `ნასწავლი~, არამედ განათლებული თაობა, რომელთა მოთხოვნილებების კონცენტრირება მოხდება ცხოვრების არა მარტო მატერიალურ მხარეებზე, არამედ სულიერი სიმდიდრის, პიროვნებათა შორის ურთიერთობებზე, ცნობიერების კრეატიულობაზე, რომელიც მომავალზე ორიენტირებულ კულტურას ახასიათებს.
შედეგი
განათლება _ მდგრადი განვითარებისათვის~ პრინციპებზე აღზრდილი პიროვნებები ხელს შეუწყობენ ქვეყანაში სამოქალაქო _ სამართლებრივი ცნობიერებისა და დემოკრატიული აზროვნების დამკვიდრებას. მომავალში კი მათი სახელმწიფო სტრუქტურებში ჩართვა ეკონომიკურად ძლიერი, სამართლებრივი და გონიერი სახელმწიფოს მოწყობის გარანტიაა.
პიროვნებას უყალიბდება უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მსოფლმხედველობა, ერთიანი, მუდამცვალებადი სამყაროს ხედვის უნიკალური სტილი.