სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
პროექტი: რა გავლენა აქვს ხმაურს გარემოზე
Posted on 30 April, 2018 by Georgian School
იცოდით, რომ გარემოს დაბინძურება ხმითაც შესაძლებელია?
გარემოს დაბინძურება დღეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოშიც. ამ საკითხზე საუბრისას პირველ რიგში ჰაერისა და წყლის დაბინძურებაზე საუბრობენ, მაგრამ არანაკლები პრობლემაა ხმაურით დაბინძურებაც, რომელიც არამარტო დისკომფორტს იწვევს, არამედ ხშირად სერიოზული დაავადებების მიზეზიც ხდება.
მე-3 კლასში მუსიკის გაკვეთილზე ვისაუბრეთ ხმის ფიზიკურ ბუნებაზე - ჰაერის ტალღებსა და მათ ძალაზე, შემდეგ კი ვიმსჯელეთ თუ როგორ მოქმედებს ხმაური ან ხმამაღალი მუსიკა ადამიანებზე, ცხოველებსა და მცენარეებზე. მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხმაურით დაბინძურება ძალიან საზიანოა გარემოსთვის და მოიფიქრეს სხვადასხვა გზა ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად.