Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

გასვლითი გაკვეთილები -ისტორია

Posted on 14 November, 2018 by Georgian School

როგორ ვაქციოთ მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკური განვითარების საშუალებად?!
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი სკოლის მდგრადი განვითარების კლუბის წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს გასვლითი გაკვეთილი გოხნარის მეგალითების სანახავად. მეგალითები (მეგა... „დიდი“ და ...ლითი „ქვა“), უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. განსაკუთრებით მდიდარია მეგალითებით ალგეთის ხეობა, თრიალეთი, ჯავახეთი და აფხაზეთი.
გოხნარში მოვინახულეთ დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელიც აგებულია XI საუკუნის მეორე ნახევარში. ტაძარი უზარმაზარი ქვებითაა ნაშენი და შემოსილია ბაზალტის თლილი ფილებით. აქა-იქ შეინიშნება კედლის მხატვრობის კვალიც. ვნახეთ გოხნარის ციხე -ერთ-ერთი უდიდესი ციკლოპური აღნაგობის ძეგლი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიაზე. მოზრდილ ქვებზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები, მშვილდები, სახნისები და სხვ.
ვინაიდან მეოთხე კლასელები მითოლოგიაში დევების თემას გადიან, ამიტომაც სამიზნე ჯგუფად ზუსტად ეს კლასები შევაჩიეთ.
დავთვალიერეთ გოხნარის მეგალითური ნაგებობი, ეკლესიის კედლის მხატვრობას გავეცანთ, ქვებზე გამოსახული იდუმალი ნიშნებიც ვიხილეთ და ადგილობრივ მაცხოვრებლებიც გავიცანით. ერთმა იქაურმა ბაბუამ ჩვენი გიდობა ითავა ამ მხარეში და მისგან ძველი გადმოცემებიც მოვისმინეთ. . , ერთ-ერთ ბებოსგან ინტერვიუც კი ჩავიწერეთ : თუ როგორ ცხოვრობს, თავი რითი გააქვს, მისი ძირითადი საქმიანობა რა არის და ა. შ.
შემდეგ ადგილზე ჩანახატები გავაკეთეთ და ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება, გოხნარის იდუმალი და საინტერესო ისტორია -ამ მხარეში ტურისტების მოსაზიდათ გამოვიყენოთ? ნამუშევრების წარდგენის შემდეგ გამართა დისკუსია და შევჯერდით, რომ ტურისტების მოზიდვა , თავისთავად რეგიონის ეკონომიკური განვითარების საშუალება იქნება და მდგრადი განვითარების მერვე მიზნის გარდა პირველი მიზნის მიღწევაშიც დაეხმარება ქვეყანას.
ფოტოებით ძნელია გადმოსცე ის შთაბეჭდილებები რაც ამ ადგილის მონახულებამ გამოიწვია, თუმცა ბავშვების ჩანაწერები და მსჯელობები გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ჩვენი არჩევანი სწორი იყო და რომ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ზრუნვა მომავალი თაობების განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით უნდა დაიწყოს.

გასვლითი გაკვეთილები


გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი