სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
შეხვედრა ახალქალაქის მე-4 და მე-3 საჯარო სკოლებში
Posted on 14 November, 2018 by Georgian School
„ქართული სასწავლებლის“ მდგრადი განვითარების კლუბის ინიციატივით ახალქალაქში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ ახალქალაქის მე-4 საჯარო სომხური სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, მე-3 საჯარო ქართული სკოლის დირექტორი და პედაგოგები, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები
შალვა ბერძენიშვილი და გიორგი მიქელაძე და თავად "ქართული სასწავლებლის" ადმინისტრაცია. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა იმას, რომ რეგიონის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თითოეული აქ მაცხოვრებელისთვის, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური შეხედულებებისა,. პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. კონფლიქტების მოგვარება, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება შესაძლებელია თანამშრომლობითა და საერთო საქმეების კეთებით. ქართველმა ბავშვებმა და პედაგოგებმა თავიანთ ახალქალაქელ კოლეგებს შესთავაზეს თანამშრომლობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ის ფარგლებში.
აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზანს : მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის.