სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
გამოცდილების გაზიარება - "ქს"-ს კურსდამთავრებულები
Posted on 14 November, 2018 by Georgian School
ქართული სასწავლებლის“ მდგრადი განვითარების კლუბის ბავშვების ინიციატივით მოეწყო შეხვედრაჩვენი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან სალომე ჯავაშვილთან, ნათია კაპანაძესა და ნატალია ღუდუშაურთან, რომლებიც დღესაც წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში.
ნათია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დამამთავრებელ კურსზე სწავლობს, ნატალია ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფალულტეტზეა, ხოლო სალომე გერმანიაში ჰაიდელბერგის უნივერსოტეტში მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სპეციალობას ეუფლება.ეს ის ახალგაზრდები არიან. რომლებიც არანაირ გამოწვევას არ უშინდებიან.
შეხვედრის დროს უფროსმა ბავშვებმა ხაზი გაუსვეს რამდენად ძლიერია ჩვენი სკოლის როლი მათ განვითარებაში და რაოდენ მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რომლის საფუძველსაც იღებ ამ სკოლაში და შემდეგ რა საშუალებები და პერსპექტივები გეხსნება სტუდენტობის დროს? რა განსხვავებაა ჩვენი ქვეყნის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებს შორის? რა გამოცდილებას იღებ სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობით და საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. კლუბის წებრებმა კი თავის მხრივ სტუმრებს გააცნეს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია -2019“-ის მიზნები და ამოცანები.
აი ასეთი ბავშვები იზრდებიან ჩვენთან!