სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
მდგრადი განვითარების კლუბის მორიგი წარმატება
Posted on 21 October, 2019 by Georgian School
25 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ბულაჩაურის მწვანე ცენტრს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებული სკოლები ეწვივნენ. მწვანე ბანაკის ფარგლებში ჩვენის სკოლის მდგრადი გავითარების კლუბის წევრებმათ მრავალფეროვანი, შემეცნებითი და ინტერაქციული პროგრამა გაირეს. CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგნლებმა სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩაატარეს, როგორებიცაა:
- მდგრადი განვითარების მიზნები
- ფასეულობითი განათლება
- ადამიანის უფლებები და მდგრადი განვითარება
- ნარჩენების მდგრადი მართვა
- ტყის მდგრადი მართვა
- ლიდერობა და გუნდურობა
- STEM
- გენდერული თანასწორობა
- ადამიანი და მისი როლი გარემოში
სესიებს ენაცვლებოდა პანელური დისკუსიები სხვადასხვა ცნობილი სპიკერების მონაწილეობით, (ლევან გიგინეიშვილი, ნანა დიხამინჯია, ნათია ხულუზაური ლიქოკელი, ანი კოპლაიანი, ლელა სამნიაშვილი, მზია შარაშიძე) დებატები და შემეცნებითი თამაშები. ინიციატივა განხორციელდა პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინნასური მხარდაჭერით.