Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

გასვლითი გაკვეთილები - ტაო-კლარჯეთი

Posted on 25 September, 2018 by Georgian School

„წელსაც არ უღალატა ჩვენმა სკოლამ მრავალწლიან ტრადიციას და სექტემბრის ბოლოს წავედით აწყურში. აწყურში, როგორც წესი, ათი დღით ვრჩებით ხოლმე, შემდეგ კი თბილისში ვბრუნდებით და ვემზადებით სკოლისთვის, მაგრამ წელს სკოლამ გადაწყვიტა ჩვენთვის სიურპრიზი მოეწყო და წაგვიყვანეს ტაო-კლარჯეთში.“ - სოფო კალანდაძე

„ტაო-კლარჯეთში“ მოგზაურობის მიზანი იყო, გარდა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა, მოგვენახულებინა ის ადგილები და ტაძრები, რომლებიც მოხსენიებულია გიორგი მერჩულეს ნაწარმოებში "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"

„2018 წლის 26 სექტემბერს დილის შვიდ საათზე აწყურის ბანაკიდან ტაო -კლარჯეთისაკენ გავემართეთ. თურქეთის საზღვარზევე ხმამაღლა დავიწყეთ ქართულად სიმღერა.“ - ანა ჩხაიძე

„მოვიარეთ უამრავი ქართული დიადი ძეგლი, რომლებმაც საუკუნეებს მედგრად გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ეს არ იყო ყველაზე გასაოცარი ტაო-კლარჯეთში. გადავიღეთ უამრავი ფოტო, მაგრამ ამ ფოტოებზეც არ იყო ასახული ის, რამაც ყველაზე მეტად გამაოგნა. ეს იყო ხალხი. ენით აღუწერელია ის დამოკიდებულება, რომელიც მათ ახალგაცნობილი ქართველების მიმართ ჰქონდათ. მათი ღიმილი სახეზე და მათი გაუმართავი „გამარჯობა“ იწვევდა ჩემში სიხარულს და აღვივებდა იმედს, რომ ისინი, რელიგიის მიუხედავად, ისევ ჩვენი ერის წარმომადგენლები არიან. ამ სამი დღის განმავლობაში ვნახე ბევრი რამ, გავერთე, ვისწავლე და ვიგრძენი გურჯთა სითბო ქართველების მიმართ.“ - თემუკა სვანიძე

„სამდღიანი ექსკურსიის განმავლობაში ვნახეთ უამრავი ქართული ძეგლი. ძალიან გამაოცა ქართულმა ნაგებობებმა და მათმა გრანდიოზულობამ. ქართული ძეგლების გარდა, ძალიან გამაოცა ხალხმა გამახარა იმან, რომ ტაოში მაცხოვრებლებს ქართველები უყვართ.“ - საბა ორკოშნელი

„ადგილობრივებს ჩვენდამი ძალიან კეთილი და თბილი განწყობა ჰქონდათ. წავიდოდი კიდევ ...“ - ირაკლი გიორგაძე

„შესაძლებლობა მომეცა, ჩემს კლასელებთან და სკოლელებთან ერთად მენახა ჩვენი, ქართველების, ადრინდელი დაკარგული მიწა - ტაო-კლარჯეთ. გზა ძალიან დამღლელი და გრძელი იყო, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით მძიმე პირობები აგვეტანა, რათა გვენახა ჩვენი ძველი მიწები და დანგრეული ტაძრების ნარჩენები. ვიხილეთ შესანიშნავი და სხვა ქართული ტაძრებისაგან განსხვავებული არქიტექტურა. ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი იყო ყველაფერი. მინდა ვთქვა, რომ ყველა ქართველმა უნდა ნახოს ტაო-კლარჯეთი თავის ცხოვრებაში, რათა თავისივე თვალით იხილოს ჩვენი დაკარგული მიწები და საამაყო ძველი კულტურა.“ - დათა ჟორჟოლიანი

 

„პირველი ადგილი სადაც წავედით იყო ბანა. ულამაზესი ადგილი ძალიან ლამაზი ხედით.“ - ელენე ჩიკვაიძე

„სადაც ვიყავით ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბანამ და ოთხთამ მოახდინა. ბანამ განსაკუთრებით.“ - კოტე არჩვაძე

„ტაოში ძალიან ბევრ ადამიანთან დავახლოვდი და დავუმეგობრდი. იმაზე მეტად, ვიდრე სამ დღეში და ორ ღამეში შეგიძლია დამეგობრდე“ - ნიკოლოზ აბრამიშვილი

.„ადამიანი საზღვრის გადაკვეთისთანავე ხვდება, რომ ისევ საქართველოს მიწაზეა. რადგან ბუნება გვაქვს განსაკუთრებული. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტაო-კლარჯეთიდან სწორედ ბუნებაა: ხედი, მდინარეები და მთები. ზოგადად, ისტორიაზე არ ვგიჟდები და ინტერესით იშვიათად მომისმენია ან წამიკითხავს ნებაყოფლობით რამე, მაგრამ თვითონ ნაგებობამ და ძველმა ისტორიამ, ნარჩენებმა, რომლებიც დღეს ჩვენამდე მოვიდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ინტერესი გამიჩნდა ისეთი რაღაცების მიმართ, რაზედაც არასდროს მიფიქრია და არასდროს მინახავს. გზაში, დავიღალეთ. მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ მინანია, რადგან ღირდა იმ სიამოვნებად, რაც ტაო-კლარჯეთში განვიცადე, თუმცა, გული გწყდება, რომ ხშირად ვერ ნახავ ამ ყველაფერს. არაერთხელ გავჩერებულვართ თუნდაც 5 წუთით მხოლოდ იმისათვის, რომ დიდხანს დარჩენილიყო ჩვენს მეხსიერებაში ის სურათი, რომლის სილამაზით რთულია ერთი ნახვით დაკმაყოფილდე. ვინც საქართველოს იცნობს და ტაო-კლარჯეთში ერთხელ მაინც არის ნამყოფი, ალბათ ავიწყდება ყველანაირი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენები, უბრალოდ გრძნობს, რომ იქ არის, სადაც უნდა იყოს და სადაც წესით და რიგით მისი ადგილია.“ - ნინი კოტლიარევსკი

„მართლაც, ძალიან პატრიოტულად ვიყავით განწყობილები. რა თქმა უნდა, ასეთი ლამაზი ადგილების მონახულებისას, რომელიც შენს ქვეყანას ეკუთვნოდა და ახლა სხვა ქვეყნის ნაწილია, ძნელია პატრიოტი არ გახდე.“ - მაშკა ხვადაგიანი

„ჩემი აზრით, თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ერთხელ მაინც უნდა დადგა ფეხი ტერიტორიაზე, რომელიც შენს ქვეყანას წაართვეს.“ - შაკო ალხანიშვილი

 

გასვლითი გაკვეთილები


გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი