სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
განათლებისა და პროგრამის მოდელები
განათლების მოდელი
“ქს“ -ის გმ პოზიციაა
-
პრობლემური და განვითარებადი, თანამშრომლობაზე აგებული, ზნეობრივ ფასეულობათა პრიორიტეტის მეთოდებზე დაფუძნებული სწავლება, ორიენტირებული არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ განვითარებაზე.
-
აქტიური და მუდმივად განვითარებადი განათლების პროცესის მოდელზე, რომელშიც ყველაფერი ექვემდებარება საგანმანათლებლო მიზნისკენ მისწრაფებას, ემყარება რა საქმიანობის ფრონტალური, ჯგუფური და ინდივიდუალური სახეობების მოქნილ შეთავსებას, ითვალისწინებს შემეცნებისა და შემოქმედების სხვადასხვა სტილზე გათვლილ, მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის ათვისების სხვადასხვა ხერხს.
-
ცოდნისა და ჩვევების დაუფლებისაკენ შეგნებულ მისწრაფებაზე. ამასთან, ცოდნა უნდა თავად ბავშვებმა მოიპოვონ, `აღმოაჩინონ~ და შეითვისონ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანი. ცოდნის შეძენის ამოცანა, ისევე როგორც სხვა საგანმანათლებლო ამოცანები, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ ბავშვების დაინტერესებით, მოტივირებით, ისეთი პირობების შექმნით, რომ მათ აღეძრათ განათლების მუდმივი გაღრმავების მოთხოვნილება.
-
სწავლება, რომელიც განაპირობებს ისეთი პიროვნების ფორმირებას, რომლებიც თავიანთ ქმედებებში ერდნობიან რა ეთისკის პრინციპებს, გახდებიან როგორც თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტები, ისე მსოფლიოს, სამყაროს მოქალაქეები.
“ქს“ -ის გადათლების ფორმულა:
"ქს" გფ = [კულტურა + ცოდნა + ქმედება + (ლოგიკური + შემოქმედებითი + სისტემური + ანალიტიკური + გლობალური + მეტაკოგნიტური და სხვა...) x აზროვნება] x თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები.
ჩვენი ადრესატი XXI საუკუნის ბავშვია, რომლის შემეცნებითი ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამდენად, სწავლების პროცესი სწორედ ასეთ ბავშვებზე უნდა იყოს ორიენტირებული და მათ მზარდ ინტერესს აკმაყოფილებდეს, მუდმივად უღვიძებდეს ცნობისმოყვარეობას. სწავლის პროცესი მიმზიდველი და ხალისიანი მაშინ ხდება, თუ სასწავლო მასალა, მისი მიწოდების ფორმა და მეთოდები შეესაბამება ბავშვის ინტელექტუალურ დონეს.
იაკობ გოგებაშვილი მომხრე იყო იმისა, "რომ სწავლების შინაარსი პერიოდულად ივსებოდეს ახალი მეცნიერული აღმოჩენებით და ამ გზის სწავლება და განათლება ფეხდაფეხ მისდევდეს ცხოვრებას, სწავლებასა და აღზრდაში ხორციელდებოდეს რეალური ელემეტნი".
სწავლების პროცესი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს იმ ცვლილებებს, რომლებსაც დრო და სივრცე კარნახობს საზოგადოებას. ბუნებრივია, ეს მოთხოვნები სასკოლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებშიც უნდა აისახოს.
განათლება მდგრადი განვითარებისათვის მიზნების განხორციელებისათვის ჩვენი განათლების სივრცეში მოიაზრება ფართო თანამშრომლობა ორ სექტორს - ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის.
პროგრამის მოდელი
“ქს“ - სასწავლო პროგრამის პოზიციაა
სამყარო უზარმაზარი მთლიანობაა, რომელიც წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ და კანონზომიერად შეკავშირებულ ერთიან, განვითარებად სისტემას. მასში მიმდინარე პროცესები ურთიერთკავშირში განსაზღვრავენ რა მის მთლიანობას, ინარჩუნებენ მის მთავარ ფუნქციასა და დანიშნულებას. ამ მთლიანობაში კაცობრიობის განვითრების პროცესიც მოიაზრება. ამიტომ სამყაროს მთლიანობის აღქმისა და მისი არსის შემეცნებისათვის აუცილებელია მოსწავლეებში ერთიანი მეცნიერული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც დაეყრდნობა “კაცობრიობა - სამყარო” სისტემის ცოდნას და მიმართული იქნება ამ სისტემის ჰარმონიზაციისაკენ, სამყაროს მთლიანობის აღქმისაკენ ფართო კულტურულ კონტექსტში.
“კაცობრიობა - სამყარო” სისტემის განვითარების გასაგებად აუცილებელია მოსწავლეებში სისტემური აზროვნების ჩამოყალიბება, რომელიც მიიღწევა მეცნიერების სხვადასხვა დისცილინის მჭიდროდ დაკავშირებული, ერთიან სისტემაში მოყვანილი, პრობლემური და ლოგიკურად განვითარებადი სწავლებით დროსა და სივრცეში.