Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

აწყური

      

 

თანამედროვე პირობებში კაცობრიობისთვის თითქმის არ არსებობს უფრო გადაუდებელი ამოცანა, ვიდრე ჩვენი პლანეტის შენარჩუნება, დღევანდელი და მომავალი თაობების ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ამის მისაღწევად ადამიანებმა მუდამ უნდა ისწავლონ _ შეისწავლონ ბუნება, საზოგადოება და საკუთარი თავი, თავიანთი შესაძლებლობები, ერთმანეთთან და გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობები.

გარემოსთან დამოკიდებულების მოდელების შექმნა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, თავისი ქვეყნის შესწავლით იწყება.

აწყური – საშემოდგომო ბანაკი „ბიეთი“ - მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის (კავკასიის პირველი ეროვნული პარკის) ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს 1994 წლიდან (სექტემბერი).

ბანაკის სასწავლო პროგრამა შინაარსობრივად ერწყმის სასკოლო სასწავლო პროგრამას და მიზნად ისახავს ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებში პიროვნული „მე“-ს თვითგანვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ქართული სასწავლებელი" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განავითაროს მოსწავლეებში ის ცოდნა, თვისებები, უნარები და ფასეულობები, რომლებიც დაეხმარება მათ (დღევანდელ თაობას), იცხოვრონ "ხვალ"  წარმატებით, გაიზარდონ ჭეშმარიტი პატრიოტები და მსოფლიო მოქალაქეები.

აწყურის ბანაკი 23 წელია „ქართული სასწავლებლის“ არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და მისი საქმიანობა საფუძვლად დაედო „ქართული სასწავლებლის“ არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას - ეკოლოგიური პროექტები, გამოფენები, ეკოაქციები, სპექტაკლები, წიგნების გამოცემა და ა.შ..

ბანაკი ეწყობა სექტემბრის თვეში. სექტემბრის თვეში მესხეთ-ჯავახეთის კლიმატი და მოსწავლეების ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქტებით უზრუნველყოფა ხელს უწყობს ბანაკის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

 

რეგისტრაცია

გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

პორტფოლიო

All
პროექტები
ღონისძიებები
ჩვენი კურსდამთავრებულები
გასვლითი გაკვეთილები