სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ისტორია
2019 წელს ქართული სასწავლებლის ფსიქოლოგი, ანა ჩიკვაიძე, სამი თვით მივლინებული იყო ტოკიოში, საერთაშორისო სკოლა "ენჯელ ქიდსში" კვალიფიკაციის ამაღლების მიზნითა და იაპონური ენის ცოდნის გაღრმავებისათვის.
2018 წლის ივნისის თვეში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს "ქართულ სასწავლებელში" ჩატარებულ ღონისძიებას საქართველოში იაპონიის ელჩი დაესწრო.
2017 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ესტუმრნენ ნაკაჯიმა ნორიჰიკო და იაპონიის კულტურის ატაშე სოიამა სინჯი.
2015 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია საზოგადოება „იაპონია - ევრაზიის ქვეყნების“ მდივანი, ქალბატონი მარი ასანო. ქალბატონმა მარი ასანომ სასწავლებელს საჩუქრად გადასცა წიგნები იაპონურ ენაზე.
2014 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი მეუღლესა და საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად.
2014 „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია საზოგადოება „იაპონია - ევრაზიის ქვეყნების ოსაკას ფედერაციის დელეგაცია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ჰუე კატაიამა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ქართულ სასწავლებელში“ იაპონური ენისა და კულტურის სწავლების მნიშვნელობასა და ურთიერთობათა შემდგომ გაღრმავებას. ქალბატონმა ჰუე კატაიამ, სასწავლებელს საჩუქრად გადასცა წიგნები იაპონიის კულტურისა და ისტორიის შესახებ.
2009 და 2011 წლებში „ქართულ სასწავლებელს“ სტუმრობდა იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი მასაიოსი კამოხარა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად.
2009 წელს „ქართული სასწავლებლის“ პედაგოგმა ტატიანა ჭედიამ სტაჟირება გაიარა იაპონიაში, იაპონურ ენაში.
2009 წელს ჩვენი სკოლის პედაგოგმა მედეა პირველმა მიიღო იაპონიის იმპერატორის ორდენი საქართველოში იაპონური ენის გავრცელებაში მიღწეული წარმატებებისათვის.
2008 წელს ტოკიოს გაზეთში, „იაპონიის მოამბე“, დაიბეჭდა დიდი სტატია „ქართული სასწავლებლის“ საქმიანობის შესახებ.
2008 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია ბაქოში იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე ბატონი ტოშიო მატცუმურა.
2006 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია იაპონიის ტელევიზიის Media Spice გადამღები ჯგუფი. სასწავლებლის საქმიანობაზე მათ მიერ გადაღებული მასალა შევიდა საქართველოს შესახებ მომზადებულ გადაცემაში, რომელიც გავიდა იაპონიის ტელეარხზე „თოკაი ტერები“.
ამავე წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია ბაქოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი ბ-ნი მიცუხირო კონო და იაპონიის სახელმწიფო ორგანიზაციის „JICA“ წარმომადგენელი საქართველოში, სეტსუ მიკუმო. შეხვედრისას დაიგეგმა ერთობლივი პროექტები.
2006 წელს საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციამ გამოუგზავნა “ქართულ სასწავლებელს” სასკოლო ბიბლიოთეკისათვის იაპონური ლიტერატურა.
2006 წელს ტოკიოს გაზეთში, „იაპონიის მოამბე“, დაიბეჭდა დიდი სტატია „ქართული სასწავლებლის“ საქმიანობის შესახებ.
2005 წელს საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციის დელეგაცია, თბილისში თავისი ოფიციალური ვიზიტისას, ეწვია “ქართულ სასწავლებელს” როგორც ამ ასოციაციის კოლექტიურ წევრს და გაეცნო მის საქმიანობას.
2005 წელს „ქართული სასწავლებლის“ პედაგოგმა სტაჟირება გაიარა იაპონიაში, იაპონურ ენაში.
2003 წელს იაპონიაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა „ქართული სასწავლებლის“ იაპონური ენის პედაგოგი.
2002 წელს „ქართული სასწავლებლის“ პედაგოგმა სტაჟირება გაიარა იაპონიაში.
ამავე წელს „ქართულ სასწავლებელს“ ესტუმრა იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი ფუჯივარა. საუბარი წარიმართა „ქართული სასწავლებლის“ განვითარების პერსპექტივაზე.
2002 წლის მაისსა და ივნისში იაპონიაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა „ქართული სასწავლებლის“ იაპონური ენის პედაგოგი.
2001 წელს ტოკიოს გაზეთში, „იაპონიის მოამბე“, დაიბეჭდა დიდი სტატია „ქართული სასწავლებლის“ საქმიანობის შესახებ.
2000 წელს „ქართული სასწავლებლის“ იაპონური ენის პედაგოგი იმყოფებოდა ქ. ტოკიოს კოგანეის დაწყებით სკოლაში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით.
1999 წელს სასწავლებელმა მიიღო იაპონიის სამთავრობო გრანტი „ქართული სასწავლებლის“ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის, რისთვისაც ამავე წელს, იაპონიაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას.
1998 წელს „ქართულმა სასწავლებელმა“მეგობრული კავშირები დაამყარა იაპონიის ქ. ნაგანოს სკოლასთან.
1995 წლიდან „ქართული სასწავლებელი“ იმყოფება „იაპონია-საქართველოს ასოციაციის“ კოლექტიური წევრი.