სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ღონისძიებები
2019 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში "ქართული სასწავლებლის" ინიციატივით გაიმართა ყოველწლიური "ჰანამის" დღესასწაული.
2018 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ქართული სასწავლებლის" მდგრადი განვითაღების გუნდის ბავშვების ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ღონისძიება #გარემოსგულისთვის, რომელსაც საქართველოსში იაპონიის ელჩი დაესწრო.
2017 წელს „ ქართულმა სასწავლებელმა“ თბილისის ბოტანიკური ბაღში მოაწყო საკურას ყვავილობის ღონისძიება - „ჰანამის“ დღესასწაული.
2016 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია იაპონური ორგანიზაცია NPO Do Nippon-ის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ჩიაკი იოკომიჩი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ეთერ სვანიძე, იაპონური ენის პედაგოგები და მოსწავლეები. სტუმრებმა სასწავლებელს საჩუქრად გადასცეს ჟურნალები იაპონურ ენაზე. შემუშავდა „ქართული სასწავლებლისა“ და იაპონელი მოსწავლეების გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზები.
2016 წელს იაპონურმა NPO Do Nippon-ის დელეგაციამ, „ქართული სასწავლებლის“ ფოლკლორულმა გუნდმა და პედაგოგმა თამარ დოკვაძემ, მონაწილეობა მიიღეს თბილისის აბრეშუმის მუზეუმის ღონისძიებაში. ქალბატონმა მარიკო ტერაჯიმამ მუზეუმს საჩუქრად გადასცა უნიკალური აბრეშუმის საქორწინო კიმონო.
2015 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურის მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა პრეზიდენტის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის მოწვევით. „ქართული სასწავლებელი“ 9-12 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ დოკვაძესთან ერთად, სტუმარ იაპონელ ბავშვებს მეგზურობა გაუწიეს საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეში.
2010 წელს „ქართული სასწავლებლის“ სამხატვრო სკოლამ მონაწილეობა მიიღო იაპონიის ქალაქ ოსაკაში მოწყობილ ბავშვთა ნახატების საერთაშორისო გამოფენაში.
2007 წელს „იაპონია-ევრაზიის ქვეყნების საზოგადოების“ საიუბილეო 50 ყრილობაზე, რომელიც ჩატარდა კუნძულ ხოკაიდოზე, ქალაქ ვაკანაიში, მიწვეული იყო იაპონია-საქართველოს ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი კარლო ქველაძე. ყრილობაზე „იაპონია-ევრაზიის ქვეყნების საზოგადოებას“ საჩუქრად გაეგზავნა „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეთა ნამუშევრები.
2005 წელს „ქართული სასწავლებლის“ იაპონური ენის პედაგოგმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში საერთაშორისო გამოფენის „Expo 2005“ მუშაობაში.
2004 წელს „ქართული სასწავლებლის“ სამხატვრო სკოლამ მონაწილეობა მიიღო იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში მოწყობილ ბავშვთა ხელოვნების XIII საერთაშორისო გამოფენაში.
2003 წელს „ქართულ სასწავლებელს“ გადაეცა იაპონური წიგნების ბიბლიოთეკა არასამთავრობო ორგანიზაცია “ NOMAD INTERNTIONAL”-ის წარმომადგენლების - ნიშივაკი იუკოსა და შირაიში აკირას მიერ.
2003 წელს „ქართული სასწავლებლის“ სამხატვრო სკოლამ მონაწილეობა მიიღო იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში მოწყობილ ბავშვთა ნახატების XII საერთაშორისო გამოფენაში.
2002 წელს „ქართული სასწავლებლის“ პედაგოგმა სტაჟირება გაიარა იაპონიაში.
2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა „ქართული სასწავლებლის“ შენობა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით 7 მაისს „ქართულ სასწავლებელს“ ესტუმრა იაპონიის ელჩი.
2001 წელს „იაპონია-ევრაზიის საზოგადოების“ პრეზიდენტის თხოვნით იაპონიაში ქ. ტოკიოში „იაპონია-ევრაზიის საზოგადოების“ ყრილობაზე გაიგზავნა „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეების ნამუშევრები (ნახატები, ზღაპრები, კოლაჟები), რომლებიც ასახავდა იაპონელი ხალხის ისტორიასა და კულტურას.
2000 წელს „ქართული სასწავლებლის“ იაპონური ენის პედაგოგი იაპონიის მთავრობის მიერ მიწვევით იმყოფებოდა იაპონიაში განათლების ფორუმზე.
ამევე წელს „ქართულ სასწავლებლს“ ეწვია რუსეთში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი ბ-ნი ონუკი და მეორე მდივანი ბ-ნი მაკოტო ფურუკავა.
აგრეთვე „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია საქართველოში იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე ბ-ნი მორინო.
1999 წელს „ქართულ სასწავლებელს“ და მის საზაფხულო ბანაკს „ბიეთს“ ეწვია საერთაშორისო ორგანიზაციის „ International House“ დელეგაცია ბ-ნ ხიროკო კაკოს ხელმძღვანელობით.
1998 წელს საქართველოს ესტუმრა იაპონიის სამთავრობო დელეგაცია. მათთვის კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში სასწავლებლის თეატრალური კლუბის მოსწავლეებმა იაპონურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „მაიმუნების სამეფო“.