Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

პროგრამები

გერმანული ენის საერთაშორისო დიპლომი

Deutsches Sprachdiplom - DSD

                             

2002 წლიდან ქართულ სასწავლებელს მინიჭებული აქვს DSD (Deutsches Sprachdiplom) სკოლის სტატუსი. რაც გულისხმობს გერმანული ენის, როგორც უცხო ენისა ან/და მეორე ენის სწავლებასა და მოწაფეების DSD–ს ერთიანი, ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მომზადებას.

აღნიშნული პროგრამით სწავლება იწყება I კლასიდან. V კლასის ბოლოს გამოცდის წარმატების ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეები იღებენ A1, IX კლასში – A2–B1(DSD I), ხოლო XII კლასში B2 –C1(DSD II), დონის ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომებს.

DSD I დონის დიპლომი შესაძლებლობას აძლევს მოწაფეებს სწავლა განაგრძონ კოლეჯში, გერმანიაში.

DSD II დონის დიპლომი შესაძლებლობას აძლევს მოწაფეებს სწავლა განაგრძონ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში.

იმ მოწაფეებს, რომლებიც წარმარტებით ჩააბარებენ B2 –C1 გამოცდას, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სტიპენდია DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) პროგრამიდან, რომელიც თავის მხრივ აუნაზღაურიებს სტუდენტს გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლეს.

საზაფხულო პროგრამა

 

VI-XI კლასის მოსწავლეებს ქართული სასწვლებელი ყოველწლიურად სთავაზობს გერმანული ენის შემსწავლელ საზაფხულო პროგრამას.

საზაფხულო ენის შემსწავლელი პროგრამა ხორციელდება ევროპის საგანმანათლებლო აკადემიასთან არსებულ სკოლაში - „ბერლინის საზაფხულო სკოლა“

პროგრამის ხანგრძლივობა არის 21 დღე.

პროგრამა მოიცავს, როგორც ენის შემსწავლელ გაკვეთილებს ასევე კულტურულ და სპორტულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

პროგრამის ფარგლებში აგრეთვე იგეგმება 2-3 დღიანი გასვლითი ტურები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

მოსწავლეებს ჩაბარებული გამოცდის შედეგად გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

პროგრამის ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობის ღირებულება
  • სწავლა
  • 3 ჯერადი კვება
  • ცხვორება
  • დაზღვევა
  • 2-3 გასვლითი ტური
  • შიდა ტრანსპორტირება
  • მუზეუმები

პროგრმის ხელმძღვანელები არიან ქართული სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგები: ტ. ლომთაძე, მ. ვალაშვილი და მ. მიქელაძე

გაცვლითი პროგრამა

 

2017 წელს ჩვენმა სკოლამ მეგობრული ურთიერთობა დაამყარა გერმანიის ქალაქ დიურენის წმინდა ანგელას სახელობის გიმნაზიასთან.  

გაცვლითი პროგრამა მოიცავს, როგორც გაკვეთილებზე დასწრებას, ასევე ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობას.

10 დღის  განმვალობაში მოსწავლეები სტუმრობენ თავიანთ თანატოლებს ოჯახებში, მათთან ერთად  ესწრებიან გაკვეთილებს დადიან ექსკურსიებსა და სხვადასხვა მუზეუმებსა და  გამოფენებზე.

 

 

 

გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

პორტფოლიო

All
პროექტები
ღონისძიებები
ჩვენი კურსდამთავრებულები
გასვლითი გაკვეთილები