სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ისტორია
2019 წელს ქართული სასწავლებლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ გერმანიაში, დიურენნის წმინდა ანგელას სახელობის სკოლაში, ამავე წლის სექტემბრის თვეში საპასუხო ვიზიტით სკოლას ესტუმრენ გიმნაზიის მოსწავლეები.
2018 წელს შედგა პირველი გაცვლითი პროგრამა ქართულ სასწავლებელის მოსწავლეებსა გერმანიის ქალაქ დიურენში არსებულ წმინდა ანგელას სახელობის ქალთა კათოლიკურ გიმნაზიის მოსწავლეებს შორის.
2018 წელი სამხრეთ კავკასიის ყოველთვიურ გერმანულენოვან გაზეთის "Kaukasische Post" ნოემბრის გამოცემაში დაიბეჭდა წერილი "სტუმრები დიურენიდან ქართულ სასწავლებელში" წერილში აღნიშნულია, რომ ქართული სასწავლებლის მდგრადი განვითარების კლუბის მოსწავლეები შეხვდნენ სკოლაში სტუმრად მყოფ პარტნიორი სკოლის გერმანელ თანატოლებს და ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებზე. მათ განიხილეს თემა "თამბაქო და მოზარდი".
ქართული სასწავლებელი 2017 წლიდან თანამშრომლობს გერმანიის ქალაქ დიურენში არსებულ წმინდა ანგელას სახელობის ქალთა კათოლიკურ გიმნაზიასთან, რომელსაც მე-17-ე საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. დღესდღეობით სკოლა სრულიად მოდერნიზებულია და არა მხოლოდ გოგონებს, არამედ ბიჭებსაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საუკეთესო განათლება. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლობდეს ასევე სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელი.
2017 წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში „სწავლება საზღვრების გარეშე“ და დაიკავეს I ადგილი. (LDL)
2010 წელს „ქართულ სასწავლებელს“ საშობაო დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესტუმრნენ საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.
2009 წლიდან „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეები დადიან 3 კვირიან ენის საზაფხულო კურსებზე ქ. ბერლინში.
2006 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ესტუმრა გერმანია-საქართველოს ურთიერთობათა საზოგადოების თავმჯდომარე ქალბატონი გიზელა ჰაილი და საფუძველი ჩაეყარა პარტნიორულ ურთიერთობას „ქართულ სასწავლებელსა“ და გერმანიის ქ. ნორდენის მოორჰუზენის საშუალო სკოლას შორის.
2005 წელს შედგა „ქართული სასწავლებლის“ სკოლის შენობის ახალი ნაწილის საზეიმო გახსნა, რომელიც აშენდა მიწისძვრით დაზიანებული შენობის ნაწილის ნაცვლად, გერმანიის მთავრობის, გერმანიის საელჩოსა და „KFW“-ის დახმარებით, გერმანიის საელჩოს აქტიური შუამდგომლობის საფუძველზე. ახალი შენობა გახსნა გერმანიის ელჩმა საქართველოში.
2003 წელს „ქართულმა სასწავლებელმა“ მიიღო გერმანიის სამთავრობო გრანტი მიწისძვრით დაზიანებული სკოლის შენობის აღსადგენად.
2002 წლის 27 ნოემბერს „ქართულ სასწავლებელს” მიენიჭა გერმანული ენის DSD (Deutsches Sprachdiplom) სადიპლომო სკოლის სტატუსი.
2001 წელს „ქართულ სასწავლებელს“ ეწვია საქართველოში გერმანიის ელჩის თანაშემწე ბატონი ლოფლერი.
1999 წელს საფუძველი ჩაეყარა პარტნიორულ ურთიერთობას „ქართულ სასწავლებელსა“ და გერმანიის ქ. გუთერსლოს იანუშ კორშაკის სახელობის სკოლას შორის.