სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ღონისძიებები
2019 წელს ქართული სასწავლებელი დაესწრო ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას.
2018 წელს ევროპის დიღს ზეიმზე გერმანიას ისევ "ქართული სასწავლებელი" წარმოადგენდა ზღაპარი-მიუზიკლით " ბრემენელი მუსიკოსები"
2017 წელს ევროპული დღეები საქართველოში _ გერმანიის საელჩომ „ქართული სასწავლებელი“ აირჩია გერმანული კულტურის წარსადგენად.
2016 წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ გერმანიაში _ "ბერლინის ევროპის საგანმანათლებლო აკადემიასთან"(EBA) არსებულ საზაფხულო სკოლაში და მიიღეს მონაწილება საერთაშორისო კონკურსი "სწავლება საზღვრების გარეშე". (LDL)
2016 წელს საქართველოდან DAAD-ის სტიპენდიანტი გახდა ლევან ვეშაპიძე
2016 წელს IX კლასის მოწაფეებმა წარმატებით ჩააბარეს B1, B2 და C1 დონის გერმანული ენის გამოცდა და დაჯილდოვდნენ გფრ-ის დიპლომებით.
2015 წლის სექტემბერში სკოლამ უმასპინძლა ამიერკავკასიის გერმანული ენის საერთაშორისო სემინარს ZFA- -ს მხარდაჭერით.
2015 წელს V კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „Osteuropa eleben 2016“ კონკურსში. დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.
2013 წელს საშობაო დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სკოლას ესტუმრნენ საქართველოში გერმანული ინსტიტუტების და საელჩოს წარმომადგენლები.
2013 წელს სკოლის 2 მოსწავლე და 1 მასწავლებელი გაემგზავრა გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ფრანკფურტში.
2013 წლიდან ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ გერმანული ენის სადიპლომო სკოლების დებატების კონკურსში.
2013 წლიდან გერმანიის საელჩოს თხოვნით III კლასის მოსწავლეების ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში.
2012 წელს სკოლის მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა გერმანული ენის მასწავლებლების საერთაშორის სხდომაში (კონფერენციაში). (იტალია).
2010 წლის მარტში ჩვენი სკოლის 9 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მიწვეული იქნა ბერლინში სემინარზე.
2010 წლის სექტემბერში სკოლის 7 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო სასწავლო შემეცნებით ტურში გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში.
2009 წელს „ქართულ სასწავლებელს“ საშობაო დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესტუმრნენ საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.
2009 წელს ჩვენი სკოლის მასწავლებელი გაემგზავრა გერმანიაში, ქ. ჰანოვერში. საგანმანათლებლო გამოფენა `”Didacta“-ზე მონაწილეობის მისაღებად. გერმანიის ხელისუფლების „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში.
2009 წელს სკოლის X კლასის ორი მოსწავლე: გოჩოლეიშვილი ნანა და ჯაფარიძე გიორგი ერთი წლით სასწავლებლად გაემგზავრნენ გერმანიაში, ხოლო სექტემბერში ჩვენი სკოლის 25 მოსწავლე გაემგზავრა 3 კვირიან ენის კურსებზე ქ. ბერლინში.
2008 წელს სკოლის X კლასის ორი მოსწავლე: იორამაშვილი სანდრო და იორამაშვილი ანა ერთი წლით სასწავლებლად გაემგზავრნენ გერმანიაში.
2008 წელს „ქართულ სასწავლებელს“ საშობაო დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესტუმრნენ საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.
2007 წელს სკოლის X კლასის ორი მოსწავლე: რეზო ნასარიძე და ელისო არჩვაძე ერთი წლით სასწავლებლად გაემგზავრნენ გერმანიაში.
2005 წელს „ქართულმა სასწავლებელმა“ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გარემოს დაცვის თემაზე ჩატარებულ კონფერენციაში, მოხსენებით „გარემოსდაცვითი განათლება და ქართული სასწავლებელი“.
2004 წელს „ქართულ სასწავლებელს“ საშობაო დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესტუმრნენ საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლე ქალბატონი შრამი და გერმანიის ელჩის თანაშემწე დოქტორი ბატონი თ. ჰენცშელი.
2003 წელს მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსზე „შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპასთან“ მთავარი პრიზით დაჯილდოვდა ქ. გუთერსლოსა და „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეთა ერთობლივი პროექტი „მე და მსოფლიო“, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო აღზრდის საკითხებს.
2003 წელს „ქართულ სასწავლებელს“ საშობაო დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესტუმრნენ საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლე ქალბატონი შრამი და გერმანიის საელჩოს კულტურის ატაშე ქალბატონი კლემკე.
2001 წელს ქ. გუთერსლოოს სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები 10 დღის განმავლობაში სტუმრად იმყოფებოდნენ „ქართულ სასწავლებელში“ და მის საზაფხულო ეკო-ბანაკში “ბიეთი“ (აწყური), ხოლო „ქართული სასწავლებლის“ 15 მოსწავლე და 2 მასწავლებელი ქ. გუთერსლოს საშუალო სკოლას 2002 წელს ესტუმრნენ. ქ. გუთერსლოს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა „ქართულ სასწავლებელს“ გადასცეს „ Bertesmann“-ის წიგნები.
ამავე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში „ქართული სასწავლებლისა“ და ქ. გუთერსლოს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში:
- ერთობლივად შედგენილი ქართულ-გერმანული სიმღერების ალბომი საერთაშორისო კონკურსზე „შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპასთან“ დაჯილდოვდა მთავარი პრიზით.
- მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში „ეკოლოგიური განათლება 2000-2001“.
- „ქართული სასწავლებლისა“ და ქ. გუთერსლოს სკოლის მოსწავლეების ერთობლივმა პროექტმა „ზღაპარი“ მთავარი პრიზი დაიმსახურა. საერთაშორისო კონკურსზე „ზღაპრები საზღვრებს სცილდება“, რომელშიც 1800 სკოლა მონაწილეობდა.
- საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვრების გარეშე“ (LOG) ფარგლებში, ერთობლივმა პროექტმა „ახალი იდეები გარემოს დაცვის სფეროში“- II ადგილი დაიკავეს და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.
2001 წელს გერმანული ენის სწავლების კოორდინატორმა საქართველოში „ქართულ სასწავლებელს“ გადასცა Intonatios-ის ბიბლიოთეკა.
2000 წელს „ქართული სასწავლებლის“ 8 მოსწავლე და 2 მასწავლებელი სტუმრად იმყოფებოდნენ ქ. გუთერსლოს საშუალო სკოლაში. ამავე ვიზიტის ფარგლებში ისინი ესტუმრნენ აგრეთვე დიდი ბრიტანეთის სკოლას King’s School.
1999 წელს ქ. გუთერსლოს სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ „ქართულ სასწავლებელს“ და მის საზაფხულო ეკო-ბანაკს „ბიეთი“ (აწყური). განხორციელდა ერთობლივი პროექტი, შეიქმნა ქართულ-გერმანული სიმღერების კრებული.