Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

პირველი საფეხური

      

დაწყებითი, პირველი  საფეხური

ქართული სასწავლებლის პირველი საფეხური სტრუქტურულად მოსამზადებელ პროგრამასაც მოიცავს. 

მოსამზადებელი კურსისა და პირველი კლასის პროგრამის აღწერა;

“ქართული სასწავლებლის” სამეცნიერო ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა დაფუძვნებულია თამაშით სწავლის პრინციპზე და ემსახურება ბავშვის მრავალმხრივ, ჰარმონიულ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

ჩვენ უარს ვამბობთ “მზა ცოდნის” მიწოდებაზე. და ვსწავლობთ თამაშით.

თამაშის პროცესში ნათლად ჩანს ბავშვის ინტერესი, ცოცხლდება მისი ოცნება და მიზანი. თამაშის ხელოვნება ხელს უწყობს ბავშვებს, განივითარონ ცხოვრებისეული თვისებები: მიზანმიმართულობა და შემოქმედებითობა.

მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია 5-6 წლის სკოლამდელი ბავშვებისათვის.

სასწავლო პროგრამა

ზღაპრები

ყველა საგანში მოგზაურობას ბავშვები ზღაპრებით იწყებენ. ზღაპრები აადვილებენ კონტაქტს და ესაუბრებიან ბავშვებს მათთვის ნაცნობ ენაზე, პირდაპირი ჭკუისდარიგების გარშე.

"თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ჭკვიანი გაიზარდოს, წაუკითხეთ ეს ზღაპრები, თუ გინდა უფრო ჭკვიანი იყოს, წაუკითხეთ კიდევ უფრო ბევრი ზღაპარი” - ალბერტ აინშტაინი.

ამ ასაკში ბავშვი კონკრეტული საგნობრივი აღქმიდან თანდათან აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადადის ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაცია მივაწოდოთ არა მზა სახით, არამედ აღმოჩენასა და ძიების გზით.

პროგრამაში საგნები ისეთი სახითაა ინტეგრირებული, რომ ერთ მთლიანობას ქმნიან. ბავშვი სასწავლო პროგრამის აღქმას ნაბიჯ-ნაბიჯ მისთვის ადვილად მისაწვდომი გზით ახერხებს. და იაზრებს, რომ სამყარო უზარმაზარი ჰარმონიული მთლიანობაა და თვითონაც ამ მთლიანობის ნაწილია.

საგნები

ჩვენ ვთამაშობთ და ვსწავლობთ ქართულს, მათემატიკას, გეომეტრიას, ხელოვნებას, ბუნებას, ჭადრაკს, მუსიკასა და ცეკვას.

რატომ მსწავლობთ გეომეტრიას ასე ადრე?

ბუნება გეომეტრიის ენით გვესაუბრება. ამ ენის ასოებია მზე - წრე, მთა - სამკუთხედი, მდინ-არე - მრუდე, ლოკოკინა- სპირალი. პატარებს სიხარულს ანიჭებს აღმოაჩინონ კავშირი მათ-თვის ნაცნობ საგნებსა და გეომეტრიულ ფიგურებს შორის, თან ამ დროს ვითარდება მათი წარმოსახვითი აზროვნების, გრაფიკული ინფორმაციის აღქმისა, აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარები.

რატომ ჭადრაკი?

ჭადრაკი ბავშვისთვის საკუთარი ძალის რწმენის განმტკიცების სა-შუალებაა. იგი ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას, ასწავლის ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას, მოქმედებების დაგეგმვას, ავითარებს სიდინჯეს და ყურადღების კონცენტრაციას.

ფსიქოლოგის საორიენტაციო გაკვეთილები

ბავშვებს პირველი ორი კვირის განმავლობაში უტარდებათ სკოლასთან ადაპტაციისთვის საორიენტაციო გაკვეთილები, რაც უადვილებთ თანაკლასელთა გაცნობას, საკუთარი თვითშეფასების გაზრდას რაც კლასში კეთილგანწყობილი, უშუალო გარემოს ჩამოყალიბების საფუძველია.

საორიენტაციო შეხვედრების პროგრამა შექმნილია ქართული სასწავლებლის ბაზაზე და ეფუძნე-ბა ფსიქოთერაპიულ და პედაგოგიურ გამოცდილებას.

II-VI კლასებში, დაწყებითი/პირველი საფეხურის ამოცანაა:

  • ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტური სწავლისათვის; შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;

  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

I საფეხურის სასწავლო პროგრამის "სამყაროთმცოდნეობის"  შედგენისას ვხელმძღვანელობთ პრინციპით - "რთული ნაწილი რთულ მთელში". მოძრაობა კერძოდან ზოგადისაკენ. ვითვალისწინებთ რა, თუ როგორი თანმიმდევრობით ხდება ბავშვის მიერ სამყაროს შეგრძნება და შემეცნება, როგორ იზრდება მისი შემეცნებისა და ცოდნის არე, უმთავრესი ყურადღება ექცევა ბავშვის, როგორც შემმეცნებელი და დამკვირვებელი მზარდი არსების ფსიქიკის გათვალისწინებას, მისთვის დამახასიათებელი აზროვნების წესის მიხედვით ყოფიერების გაცნობიერებას.
 
ყველაფერი იწყება "მე"-სა და სამყაროს მიმართებით. ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს საკუთარი ადგილისა და ფუნქციის გააზრებას. სწავლების ამ საფეხურზე იგი გამარტივებული ფორმით წარმოადგენს სამყაროს განვითარების კანონზომიერებას, რომელიც მასში შექმნის გარკვეულ საფუძველს სამყაროსთან თავისი დამოკიდებულების გასაცნობიერებლად. იგი ნათლად დაინახავს, რომ სამყაროში ყველა მოვლენა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თვითონაც დიდი სამყაროს წევრია, რომელსაც შესწევს უნარი გაიგოს, მიიღოს, გაითავისოს და დაუკავშირდეს სამყაროს მთლიანობასა და კანონზომიერებას, როგორც ერთადერთი - ერთადერთს.
 
ბავშვი სამყაროთმცოდნეობის პროგრამის მსვლელობისას ეცნობა თითქმის ყველა მეცნიერების საფუძველს, მაგრამ მის ცნობიერებაში ისინი არ იყოფა ცალკეულ საგნებად, რადგან ის მიწოდებულ ცოდნასა და ინფორმაციას გამარტივებული სახით სწორედ სხვადასხვა საგნის ელემენტების ურთიერთკავშირით იღებს.
 
სამყაროსმცოდნეობა როგორც ზესაგანი, წარმოადგენს სხვადასხვა საგნის ელემენტების სიმრავლის სისტემას, რომელშიც ეს ელემენტები ერთმანეთთან მიმართებაში, ურთიერთქმედებაში, თანმიმდევრობაში ქმნიან ლოგიკურად განვითარებად მთლიანობას, ერთიანობას.
 
უმნიშვნელოვანეს ფაქტად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ სწავლების დროს ბავშვის აზროვნება და ცნობიერება სრულიად თავისუფალია, მას ყველა საშუალება ეძლევა საკუთარი პოზიციისა და განცდის გამოსამჟღავნებლად. იგი თავად დაკვირვებისა და განსჯის ხარჯზე ახდენს რეალობის გაცნობიერებას.
 
სწავლების I საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამასთან შინაარსობრივად ერთიანია სამუსიკო და სამხატვრო სკოლების პროგრამები.

 

 

 

გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

პორტფოლიო

All
პროექტები
ღონისძიებები
ჩვენი კურსდამთავრებულები
გასვლითი გაკვეთილები