Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

სასპორტო სექტორი

      

 

სასპორტო სექტორი თავის უმთავრეს ფუნქციას თითოეული ბავშვის ფიზიკურ განვითარებასა და მათში არსებული სპორტული მონაცემების გამოვლენაში ხედავს. სპორტული ხელოვნება ხომ შექმნის დღიდანვე სულიერი და ფიზიკური ენერგიის ჰარმონიულ თანაარსებობად მოიაზრებოდა. სპორტის თითოეული სახეობის სკოლაში დანერგვა ითვალისწინებს ყოველი ბავშვის ინტერესსა და ფიზიკურ მონაცემებს.

 

სწავლების I საფეხურზე მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით შეირჩევა სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა ჭადრაკი,  ცურვა და სამთო-სათხილამურო სპორტი. სამეჯლისო და სპორტული ცეკვები. მათი სურვილის შესაბამისად, გარკვეული დრო დაეთმობა რაგბის, ფეხბურთსა და კალათბურთს. ამ საფეხურის სასწავლო პროგრამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხალხურ ეროვნულ თამაშობებს -  ლახტი, ლელო და სხვა.

 

II საფეხურზე  მნიშვნელოვანი დრო და ყურადღება ეთმობა ტურიზმს. გასვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში,  ეთნოგრაფიული მასალის ხილვა - სასწავლო -შემეცნებითი კუთხით გაამდიდრებს მოსწავლეთა მიერ მოწყობილ ლაშქრობებს. ცურვასა და ჭადრაკთან ერთად, ზამთარში მოეწყობა სამთო-სათხილამურო შეჯიბრებები და ტურნირები.

 

რაც შეეხება III საფეხურს,  მისი ფუნქცია ბავშვების პროფესიონალური ინტერესების და სურვილების გათვალისწინება გახლავთ. ამ ასაკში მათ უკვე სრული შესაძლებლობა აქვთ სწორი ორიენტირი აიღონ სპორტის ამა თუ იმ სახეობაზე და წინა წლებში მიღებული სპორტული გამოცდილება შესაბამისად გამოიყენონ. სასპორტო ინსტრუქტორების მოვალეობაც თითოეული ბავშვის უნარისა და შესაძლებლობის სწორად შეფასებაა.

 

სასპორტო სექტორის ძირითადი მიმართულებაა რაგბი. მის ბაზაზე საქართველოში პირველად შექმნილმა ბავშვთა რაგბის გუნდმა 1997 წელს წარმატებით იასპარეზა მორაგბე ბავშვთა შოტლანდიის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე. შემდგომშიც იგი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ბავშვთა ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზობებში და მოპოვებული აქვს დიპლომები და მედლები.

 

 

გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

პორტფოლიო

All
პროექტები
ღონისძიებები
ჩვენი კურსდამთავრებულები
გასვლითი გაკვეთილები