სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
სამუსიკო სექტორი
სამუსიკო სექტორი წარმოადგენს „ქართულ სასწავლებელში” შემავალ ერთ-ერთ სტრუქტურულ რგოლს. სამუსიკო სექტორში მუსიკის სწავლება მიზნად ისახავს:
- მომავალი პიროვნების ჰარმონიულობას;
- ბავშვების გათვითცნობიერებას სამუსიკო სფეროში;
- მოსწავლის მიერ ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების სამუსიკო კულტურასთან მჭიდრო კავშირის დანახვას და აღქმას;
- მოსწავლის მიდრეკილების გამოვლინებას მუსიკის რომელიმე კონკრეტული სფეროსადმი, რაც მეორადი პროფესიის საწინდარია.
- ახალგაზრდის შემოქმედებით განცდასთან ზიარებას;
- მუსიკოს-პროფესიონალის აღზრდას.
„ქართულ სასწავლებელში“ სწავლების I საფეხურზე სამუსიკო სექტორის სასწავლო პროგრამები შინაარსობრივ ერთიანობაშია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამყაროსმცოდნეობის პროგრამასთან „ბავშვი და სამყარო“, ამასთანავე, ეს პროგრამა აისახება მუსიკის სავალდებულო საგნებში: მუსიკისმცოდნეობა, (მუსიკის ისტორია, საკრავთმცოდნეობა, მუსიკალური ლიტერატურა), მუსიკის თეორია (სოლფეჯიო), რიტმიკა და სიმღერა, სანოტო ფურცლიდან კითხვა, მუსიკალური საკრავი (ფორტეპიანო, ვიოლინო).
„ქართულ სასწავლებელს“ აუცილებლად მიაჩნია აგრეთვე გალობის (მარტივი საგალობლები სადა კილოზე) სწავლება, რაც საუკუნოვანი ტრადიციის აღდგენისა და კოლექტიური მუზიცირების დახვეწილი ფორმაა. მუსიკის სწავლების II საფეხურზე გალობას ენაცვლება ქართული ხალხური სიმღერა სხვადასხვა დიალექტის თანდათანობითი (სირთულის მიხედვით) ჩართვით.
მუსიკის სწავლების I ეტაპი მიზნად ისახავს ბავშვის:
- მუსიკის სამყაროსთან ზიარებას;
- მოსმენის კულტურის გამომუშავებას;
- ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას ხელოვნების ამ დარგისადმი;
- მაქსიმალური პირობების შექმნას ბავშვის მუსიკალური ნიჭის გამოვლენისა და გემოვნების ჩამოსაყალიბებლად.
სწავლების II საფეხურზე სამუსიკო სექტორის ფუნქცია ორად იყოფა:
- სამუსიკო სექტორი კვლავ ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის II საფეხურზე (VI-IX) მუსიკის სწავლებას. მოწაფეთა ის ნაწილი, რომელიც მონაცემებისა თუ სურვილის უქონლობის გამო პარალელურად სწავლას ვერ გააგრძელებს სამუსიკო სექტორში და ვერ დაეუფლება საშემსრულებლო ხელოვნებას, თეორიულ დისციპლინებს, მსოფლიო ისტორიის კურსის პარალელურად შეისწავლის კულტურისა და, კერძოდ, მუსიკალური კულტურის განვითარების ისტორიასაც. ამ კურსის დაუფლება კი წარმოუდგენელია იმ საფუძვლის გარეშე, რომელსაც I საფეხურზე შეძენილი ცოდნა ქმნის.
- I საფეხურზე შერჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები აგრძელებენ სპეციალური მუსიკალური განათლების მიღებას სამუსიკო სექტორი II საფეხურზე.
სამუსიკო სწავლების III საფეხურზე ხდება მოსწავლის მუსიკოს-პროფესიონალად ჩამოყალიბება. ამ საფეხურზე სამუსიკო სექტორი განაგრძობს მუშაობას ზოგადსაგანმანათებლო სკოლისგან დამოუკიდებლად, სამუსიკო სექტორი ფუნქციონირებს '"ქართული სასწავლებლის" სამეცნიერო ცენტრში მუსიკისმცოდნეობის საბჭოს მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამებით.