სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ძირითადი სექტორი
"ქს"-ს განათლების ფორმულა:
"ქს" განათლების ფორმულა = [კულტურა + ცოდნა + ქმედება + (ლოგიკური + შემოქმედებითი + სისტემური + ანალიტიკური + გლობალური + მეტაკოგნიტური და სხვა...) X აზროვნება] X თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები.
ასეთი სახის "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" წარმოადგენს ნამრავლს, რომლის პირველი მამრავლი უჩვენებს თუ რა ისწავლება, ხოლო მეორე - თუ როგორ ისწავლება.
თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება განვიხილოთ როგორც მამრავლი, რომელსაც შეუძლია განათლების ეფექტურობის მრავალჯერადი ამაღლება. მის სივრცეში მოიაზრება სასწავლო პროგრამები, თანამედროვე ტიპის სახელმძღვანელოები, პედაგოგები.
მართვის მოდელი:
ძირითადი სკოლის მართვის მოდელის საფუძველია:
- დიალოგზე და თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
- ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული მართვა;
- მართვის დემოკრატიული ტიპი;
- ღია, გამჭირვალე,სამართლიანი განათლების სისტემა;
- დასაქმების მაღალი დონე, სოციალური შეკავშირება და ჩართულობა.