სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ღონისძიებები
2021 წლის მიმდინარე წლის 3 მარტს “ ქართულ სასწავლებელს” ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკიშკა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იანა გასპარიკოვა ეწვივნენ.
2018 წლის 17 ნოემბერს სკოლაში ჩეხეთის რესპუბლიკის კონსული – ოლგა ჰორაკოვა გვესტუმრა. კონსულმა დაათვალიერა ჩვენი სკოლა, მოსწავლეებს გააცნო ჩეხეთში სწავლის გაგრძელების საშუალებები და სტიპენდიები.
2018 წლეს „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეები, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის – ტომაშ პერნიცკის მოწვევით საელჩოში გამართულ ფილმის პრეზენტაციას დაესწრნენ. ფილმი „მკურნალი“ ასახავდა ჩეხების როლს ქართული ბანეოლოგიური კურორტების ჩამოყალიბება–განვითარებაში.
2017 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩეხეთში მოეწყო ერთობლივი გამოფენა.
2016 წელს ქალაქ რიხნოვ კნეჟნაზე გიმნაზიისა და „ქართული სასწავლებლის“ მიერ ერთობლივი ჟურნალის პირველი ნომრის მომზადება და გამოცემა - ჩეხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნომერი ეძღვნება ქალაქ რიხნოვ კნეჟნაზე და თბილისის ისტორიასა და კულტურას.
ამევე წელს შედგა პირველი გაცვლითი პროგრამა ქალაქ რიხნოვ კნეჟნაზე გიმნაზიისა და „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეებს შორის.
2009 წელს „ქართული სასწავლებლის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა თემაზე „ჩემი საყვარელი ჩეხური ზღაპრები“.
2007 წელს ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით სასწავლებელში გაკვეთილებს ჩაატარებს ჩეხური ენის პედაგოგი ჩეხეთიდან.
2003 წელს „ქართული სასწავლებლის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლიდიცეს (ჩეხეთი) ბავშვთა ნამუშევრების 31-ე საერთაშორისო გამოფენაში თემაზე - „ჩემი სამშობლოს ძველი ქალაქები და სოფლები“ და საპატიო სიგელები დაიმსახურეს.