სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
გერმანული ენის DSD -ს დიპლომების საზეიმო გადაცემა
Posted on 15 June, 2021 by Georgian School
2021 წლის 04 ივნისს "ქართულ სასწავლებელში" გერმანული ენის, DSDI-ისა და DSDII-ის, დიპლომების საზეიმო გადაცემა გაიმართა.
ცერემონიას გერმანიის ელჩი საქართველოში ბატონი ჰუბერტ ქნირში და გერმანიის საელჩოს პრესისა და პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი ქალბატონი ბარბარე დე ჩაშელი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და გაესაუბრნენ მოსწავლეებს.
დიპლომების გადაცემის ღონისძიება სიმღერით ჩვენმა უმცროსკლასელებმა გახსნეს, რისთვისაც მათ და ჩვენ არაჩვეულებრივ პედაგოგებს დიდ მადლობას მოვახსენებთ.
ბატონმა ელჩმა გერმანული ენის პროგრამის კოორდინატორთან, ქალბატონ ანგელა შმიდტთან ერთად გადასცა კურსდამთავრებულებს DSDII-ის დიპლომები, მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.
მოგვიანებით ქალბატონმა ანგელა შმიდტმა და ქალბატონმა ნინო შთეენბოკმა DSDI-ის დიპლომები გადასცა ჩვენს უმცროსკლასელებს.
"ქართული სასწავლებელი" 1999 წლიდან თანამშრომლობს გერმანიის საზღვარგარეთის სკოლების უწყების პროგრამით საქართველოში წარდგენილ კოორდინატორთან და მასწავლებლებლებთან, ხოლო 2003 წლიდან მინიჭებული აქვს გერმანული ენის სადიპლომო სკოლის სტატუსი.
ამ წლების მანძილზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებით აბარებენ გერმანული ენის დიპლომის მეორე ხარისხის გამოცდას (DSDII) და სწავლას გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.