სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ქართული სასწავლებლის მორიგი წარმატება
Posted on 22 March, 2019 by Georgian School
საქართველოს 32 სკოლის ფინალისტ გუნდიდან ქართული სასწავლებლის მდგრადი განვითარების კლუბის გუნდმა III ადგილი დაიკავა. საფინალო თემით „მე და მდგრადი განვითარების მიზნები“.
სასკოლო პრემიის 2018-19 წლის კონკურსის მთავარი თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო და მასში ქვეყნის მასშტაბით 500–მდე სკოლა მონაწილეობდა.
გამარჯვებული სკოლები, ფინალში გასული, საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. ფინალისტებმა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი ცვლილებები წარუდგინეს, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ.
მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.