სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ვიზიტი ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლაში
Posted on 2 November, 2018 by Georgian School
"ქართული სასწავლებლის“ მდგრადი განვითარების კლუბის ინიციატივით ახალქალაქში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ ახალქალაქის მე-4 საჯარო სომხური სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, მე-3 საჯარო ქართული სკოლის დირექტორი და პედაგოგები, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და გიორგი მიქელაძე და თავად "ქართული სასწავლებლის" ადმინისტრაცია.
„ქართული სასწავლებლის“ მდგრადი განვითარების კლუბმა , ახალქალაქის ს.ს.ი.პ. ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ჩაატარა სემინარი „თემის განვითარების მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.
„ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეების მოწვევით სემინარს: ახალქალაქის მოსწავლეებისა და პედაგოგების გარდა ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და გიორგი მიქელაძე.
ვფიქრობთ, რომ სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური წინსვლის ყველაზე ეფექტური გზა ადგილობრივი რესურსების შესწავლა და მათი სწორედ გამოყენებაა. ჯავახეთის მხარე კი ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია. ბავშვები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტად დაინტერესდნებიან მშობლიური მხარის ბიომრავალფეროვნებით , ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით და მოამზადებენ პრეზენტაციებს, სტატიებს ამ მიმართულებით. აღინიშნა, რომ ამ მხარის ყველაზე დიდი რესურსი თავად ადამიანია, რომელიც განათლებისა და განვითარების შემთხვევაში სწორად და ეფექტურად გამოიყენებს იმ ბუნებრივ რესურს, რითაც მდიდარია სამცხე ჯავახეთი.
შეხვედრის მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების გზით.
ჩვენი სკოლის ბავშ-ვებმა და პედაგოგებმა თავიანთ ახალქალაქელ კოლეგებს შესთავაზეს თანამშრომლობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 ის ფარგლებში.
.