სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ურთიერთობის მოდელი

ურთიერთობების მოდელი დაფუძნებულია:
- მასწავლებლის, მოსწავლეებისა და მშობლების თანამშორმლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე; მასწავლებელთა მხრიდან მოსწავლეთა მუდმივ მხარდაჭერაზე, მათ მოტივაციაზე, თავიანთი შესაძლებლობების რწმენაზე, მოსწავლეთა სტიმულირებაზე; მასწავლებლის განსაკუთრებულ ალღოზე კლასში არსებული ატმოსფეროს აღქმასა და მოსწავლეებთან ერთად საგანმანათლებლო მიზნის მიღწევაზე.
- ნდობის ფსიქოლოგიური კლიმატზე, რომელშიც არ არის აგრესიულობა, კონკურენცია, ქიშპობა და რომელსაც საფუძვლად უდევს ურთიერთსწავლება, ურთიერთდახმარება, თანამშრომლობა. იქმნება საკუთარი "მეს" ჩამოყალიბების თვითაქტუალიზების გარემო, რომლის ცენტრშიცაა მოსწავლე, როგორც პიროვნება.

