Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

მისია/მიზანი

                         

       

აქტუალობა

კაცობრიობის განვითარების პროცესში გარემოსა და ადამიანის ურთიერობის შედეგად დაირღვა კავშირი საზოგადოებასა და გარესამყაროს შორის, რამაც საფრთხე შეუქმნა თავად ადამიანს. ბუნების ჰარმონიის რღვევა მოსალოდნელ საშიშროებად იქცა და, საბოლოოდ, კაცობრიობის მომავალს დაემუქრა.
თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემა განპირობებულია არა ეკოლოგიური, არამედ მართვის სისტემების კრიზისით. მდგრადი განვითარების კონცეფცია არის კრიზისზე რეაქცია, რომელიც წარმოიშვა საზოგადოების უუნარობით მართოს დედამიწის მეურნეობა და გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას, დღეს და მომავალში გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის პირობების შექმნას, გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით.
აცნობიერებს რა ამ საშიშროებას და გრძნობს პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე, კაცობრიობა იწყებს ბრძოლას სამყაროს მთლიანობისა და დარღვეული წონასწორობის აღსადგენად. ამ პრობლემის გადაჭრა კი შეუძლია მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას, რომელსაც შესწევს უნარი საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა მომავალზე. სწორედ ამაში მდგომარეობს განათლების პროცესის უმაღლესი მიზანი. ამიტომ მსოფლიო საზოგადოების წინაშე მდგარ ძირითად ამოცანათა რიგს მიეკუთვნება“ქართული სასწავლებლის“ საგანმანათლებლო პროგრამა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
 

მისია

აღზარდოს მოაზროვნე, თავისუფალი, ღირსეული, საკუთარი ქვეყნისა და თავის პლანეტის მომავალზე პასუხისმგებელი თაობა, რომელიც აცნობიერებს, რომ მთელი კაცობრიობის მომავალი ადამიანისა და გარემოს ჰარმონიულ თანაარსებობაზეა დამოკიდებული..
 

მიზანი

 
შექმნას განათლების ისეთი სისტემა, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება დასახული მისიის შესასრულებლად. იგი გულისხმობს:
სასწავლო პროცესს, ორიენტირებულს დაამკვიდროს ისეთი საბაზო განათლება, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის მონაწილეობის შესაძლებლობას სოციალური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში;
აღზრდის პროცესს, ორიენტირებულს ჩამოაყალიბოს თავისუფალი, მოაზროვნე, კულტურული მოქალაქე:

 რომელიც თავის მოვალეობად მიიჩნევს წვლილი შეიტანოს ბუნებისა და საზოგადოების ჰარმონიზაციის პროცესში, რომელიც ფლობს არა მარტო ცოდნის მართვის უნარს, არამედ გამოირჩევა ინტელექტის მაღალი დონით, ბუნებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარით, რომელიც ვაჟას სიტყვებით „....თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას.... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელი თავისი ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის“ (ვაჟა-ფშაველა „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“).

"ქართული სასწავლებლის" ამოცანაა

უზრუნველყოს:

  • მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ჰარმონიული, კულტურული, ყოველმხრივ განვითარებული, განათლებული პიროვნების აღსაზრდელად, მისი ნიჭის, უნარის, ინტერესებისა და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოსავლენად;
  • სრულფასოვანი საბაზო განათლება პროფესიონალური სწავლების პროცესში;
  • მოსწავლეებში უნიკალური, მდგრადი განვითარების მსოფმხედველობის ფორმირება.

იზრუნოს:

  • თითოეულ მოსწავლეში თანასწორუფლებიანი ურთიერთობის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და მისი ანალიზის, პრობლემების ოპერატიული და ეფექტური გადაჭრის, საკუთარი თვალთახედვის დაცვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის;
  • მოსწავლის თვითრეალიზების, თვითაქტივიზირების, თვითგანვითარების, თვითორგანიზაციის, მისი პიროვნული ზრდისთვის;

ხელი შეუწყოს:

  • „ბუნება - ადამიანი - საზოგადოება“ - ერთიანი სისტემის არსის გაცნობიერებას.
  • მოსწავლეების მიერ ცოდნის დამოუკიდებლად მოპოვების, პრობლემური ამოცანების ახლებურად გადაწყვეტის უნარის გამომუშავებასა და პრაქტიკაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და ინფორმაციის მოპოვების უნარის ჩამოყალიბებას;
  • ნიჭიერი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლის ზრდას;

 

მოდელები

სასწავლებელი თავისი მისიის განხორციელებლად დასახული მიზნებისა და ამოცანების გადასაჭრელად იყენებს შემდეგ მოდელებს:

 

 

გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

პორტფოლიო

All
პროექტები
ღონისძიებები
ჩვენი კურსდამთავრებულები
გასვლითი გაკვეთილები