სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ისტორია
"ქს" - ქართული სასწავლებელი
1995 წელს თბილისში დაარსდა საავტორო-საგანმანათლებლო კომპლექსი „ქართული სასწავლებელი", როგორც დამოუკიდებელი კონცეფციის _ "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" სპეციალიზირებული სასწავლებელი.
„ქართული სასწავლებელის" კონცეფცია ჩამოყალიბებულია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ეთერ სვანიძის მიერ. საავტორო პროგრამა: „საგანმანათლებლო კომპლექსის „ქართული სასწავლებლის" სტრუქტურა და სასწავლო პროგრამები" ლიცენზირებულია საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს 1995 წლის 9 ივნისის # 1-01/11-45 გადაწყვეტილებით.
1998 წლიდან "ქართული სასწავლებელი" არის იაპონია-საქართველოს და ჩეხეთი-საქართველოს ასოციაციის წევრი.
2002 წლის 27 ნოემბერს „ქართულ სასწავლებელს" მიენიჭა გერმანული ენის DSD (Deutsches Sprachdiplom) სადიპლომო სკოლის სტატუსი.
2005 წლიდან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სკოლას მიენიჭა თბილისის 34-ე საჯარო სკოლის სტატუსი. ამის შემდეგ იგი კვლავაც ინარჩუნებდა და ავითარებდა თანამედროვე პერიოდისთვის აქტუალურ ყველა იმ ტრადიციას და კონტაქტებს, რომლებსაც დასაბამი მისცა ’’ქართულმა სასწავლებელმა’’.
2011 წლიდან „ქართულ სასწავლებელს" მიენიჭა კერძო სკოლის სტატუსი და დღემდე ფუნქციონირებს როგორც შპს "ქართული სასწავლებელი-თბილისი".