სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
მისია/მიზანი
სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის მიზნით ქართულ სასწავლებელში ფუნქციონირებს სამეცნიერო ცენტრი.
მისია
შექმნას საგანმანათლებლო საგანთაშორისო სისტემა, რომელიც მოიაზრება „განათლება მდგრადი განვითარების“ სივრცეში.
მიზანი
შეიმუშავოს ისეთი სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რომლებიც შეესაბამება XXI საუკუნის „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ მოთხოვნას, ყოველი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვის განვითარებისა გათვალისწინებით.
საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების შეკვრა ერთიან მეცნიერულ სისტემად, რადგან არ შეიძლება უპირატესობა მიეცეს რომელიმე მეცნიერებას ერთიანი სისტემის წინაშე.
თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის მჭიდრო კავშირების ხელისშეწყობა.
ამოცანა
შექმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელშიც მოსწავლე მაქსიმალურად შეძლებს წარმოაჩინოს და განახორციელოს თავისი შემეცნებითი ინტერესი.
ხელი შეუწყოს მასწავლებლების მიერ თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა და პედაგოგიური მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისებას.
სასწავლო პროცესის ისე წარმართვა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სოციალურად მნშივნელობანი საქმიანობის გამოცდილების მიღება.
ფორმალური და არაფორმალური განათლების მჭიდრო კავშირების ხელშეწყობა.