სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
გერმანული ენის პროგრამა
გერმანული ენის საერთაშორისო დიპლომი (Deutsches Sprachdiplom - DSD)
2002 წლიდან ქართულ სასწავლებელს მინიჭებული აქვს DSD (Deutsches Sprachdiplom) სკოლის სტატუსი. რაც გულისხმობს გერმანული ენის , როგორც უცხოენისა ან/და მეორე ენის სწავლებასა და მოწაფეების DSD–ს ერთიანი, ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მომზადებას.
აღნიშნული პროგრამით სწავლება იწყება I კლასიდან. V კლასის ბოლოს გამოცდის წარმატების ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეები იღებენ A1, IX კლასში – A 2–B1(DSD I), ხოლო XII კლასში B2 –C1(DSD II), დონის ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომებს.
DSD I დონის დიპლომი შესაძლებლობას აძლევს მოწაფეებს სწავლა განაგრძონ კოლეჯში, გერმანიაში.
DSD II დონის დიპლომი შესაძლებლობას აძლევს მოწაფეებს სწავლა განაგრძონ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში.
იმ მოწაფეებს, რომლებიც წარმარტებით ჩააბარებენ B2 –C1 გამოცდას, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სტიპენდია DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) პროგრამიდან, რომელიც თავის მხრივ აუნაზღაურიებს სტუდენტს გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლეს.
საზაფხულო პროგრამა
VI-XI კლასის მოსწავლეებს ქართული სასწვლებელი ყოველწლიურად სთავაზობს გერმანული ენის შემსწავლელ საზაფხულო პროგრამას.
საზაფხულო ენის შემსწავლელი პროგრამა ხორციელდება ევროპის საგანმანათლებლო აკადემიასთან არსებულ სკოლაში - „ბერლინის საზაფხულო სკოლა“
პროგრამის ხანგრძლივობა არის 21 დღე.
პროგრამა მოიცავს, როგორც ენს შემსწავლელ გაკვეთილებს ასევე კულტურულ და სპორტულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
პროგრამის ფარგლებში აგრეთვე იგეგმება 2-3 დღიანი გასვლითი ტურები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.
მოსწავლეებს ჩაბარებული გამოცდის შედეგად გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
პროგრამის ღირებულება მოიცავს:
-
მგზავრობის ღირებულება
-
სწავლა
-
3 ჯერადი კვება
-
ცხვორება
-
დაზღვევა
-
2-3 გასვლითი ტური
-
შიდა ტრანსპორტირება
-
მუზეუმები
პროგრმის ხელმძღვანელები არიან ქართული სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგები: ტ. ლომთაძე და მ. ვალაშვილი.
განაცხადი პროგრამაში მონაწილეობის თაობაძე მიიღება სასწავლო წლის დაწყებიდან 1 მარტამდე. ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.
გაცვლითი პროგრამა
„ქართული სასწავლებლი„ 2018 წლიდან ახორციელებს მოსწავლეების გაცვლით პროგრამას გერმანიის ქ. დიურენის წმ. ანგელას სახელობის გიმნაზიასთან.
რვადღიანი პროგრამა ხორციელდება პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის (PAD) თანადაფინანსებითა და მასპინძელი ოჯახების ხელშეწყობით.
ქართველი და გერმანელი მოწაფეები ერთი კვირის მანძილზე ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. ასევე ათვალიერებენ ღირსანიშნაობებსა და მუზეუმებს.