Electronic Journal

სიახლეები

"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა

22 August, 2022 by Georgian School

2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...

Frohe Ostern
Frohe Ostern

18 April, 2022 by Georgian School

გერმანიაში 17 აპრილს აღნიშნულ აღდგომის...

ყველა სიახლის ნახვა →

სიახლეების არქივი

კალენდარი

Closest Events
All events on this day

მოსამზადებელი

აღწერა

“ქართული სასწავლებლის” სამეცნიერო ცენტრის მიერ შემუშავებული  პროგრამა დაფუძვნებულია თამაშით სწავლის პრინციპზე და ემსახურება ბავშვის მრავალმხრივ, ჰარმონიულ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

ჩვენ უარს ვამბობთ “მზა ცოდნის” მიწოდებაზე. და ვსწავლობთ თამაშით.

თამაშის პროცესში ნათლად ჩანს ბავშვის ინტერესი, ცოცხლდება მისი ოცნება და მიზანი. თამაშის ხელოვნება ხელს უწყობს ბავშვებს, განივითარონ ცხოვრებისეული თვისებები: მიზანმიმართულობა და შემოქმედებითობა.

მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია 5-6 წლის სკოლამდელი ბავშვებისათვის.  

სასწავლო პროგრამა 

ზღაპრები

ყველა საგანში მოგზაურობას ბავშვები ზღაპრებით იწყებენ. ზღაპრები აადვილებენ კონტაქტს  და ესაუბრებიან ბავშვებს მათთვის ნაცნობ  ენაზე, პირდაპირი ჭკუისდარიგების გარშე.

"თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ჭკვიანი გაიზარდოს, წაუკითხეთ ეს ზღაპრები, თუ გინდა უფრო ჭკვიანი იყოს, წაუკითხეთ კიდევ უფრო ბევრი ზღაპარი” -  ალბერტ აინშტაინი.

ამ ასაკში ბავშვი კონკრეტული საგნობრივი აღქმიდან თანდათან აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადადის ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაცია მივაწოდოთ არა მზა სახით, არამედ აღმოჩენასა და ძიების გზით.

პროგრამაში საგნები ისეთი სახითაა ინტეგრირებული, რომ ერთ მთლიანობას ქმნიან. ბავშვი სასწავლო პროგრამის აღქმას ნაბიჯ-ნაბიჯ მისთვის ადვილად მისაწვდომი გზით ახერხებს. და იაზრებს, რომ სამყარო უზარმაზარი ჰარმონიული მთლიანობაა და თვითონაც ამ მთლიანობის ნაწილია.

საგნები

ჩვენ ვთამაშობთ და ვსწავლობთ ქართულს, მათემატიკას, გეომეტრიას, ხელოვნებას, ბუნებას, ჭადრაკს, მუსიკასა და ცეკვას.

რატომ მსწავლობთ გეომეტრიას ასე ადრე? 

ბუნება გეომეტრიის ენით გვესაუბრება. ამ ენის ასოებია მზე - წრე, მთა - სამკუთხედი, მდინარე - მრუდე, ლოკოკინა- სპირალი. პატარებს სიხარულს ანიჭებს აღმოაჩინონ კავშირი მათ-თვის ნაცნობ საგნებსა და გეომეტრიულ ფიგურებს შორის, თან ამ დროს ვითარდება მათი წარმოსახვითი აზროვნების, გრაფიკული ინფორმაციის აღქმისა, აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარები.

რატომ ჭადრაკი? 

ჭადრაკი ბავშვისთვის საკუთარი ძალის რწმენის განმტკიცების სა-შუალებაა. იგი ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას, ასწავლის ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას, მოქმედებების დაგეგმვას, ავითარებს სიდინჯეს და ყურადღების კონცენტრაციას.

ფსიქოლოგის საორიენტაციო გაკვეთილები

ბავშვებს პირველი ორი კვირის განმავლობაში უტარდებათ სკოლასთან ადაპტაციისთვის საორიენტაციო გაკვეთილები, რაც უადვილებთ თანაკლასელთა გაცნობას, საკუთარი თვითშეფასების გაზრდას რაც კლასში კეთილგანწყობილი, უშუალო გარემოს ჩამოყალიბების საფუძველია.

საორიენტაციო შეხვედრების პროგრამა შექმნილია ქართული სასწავლებლის ბაზაზე და ეფუძნება ფსიქოთერაპიულ და პედაგოგიურ გამოცდილებას.

პირობები:

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9:00-18:00 საათამდე, სასწავლო პროცესში შედის სამჯერადი კვება.

ჯგუფში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა - 10 ბავშვი.

სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 5500.00 ლარს.

 

დარეგისტრირდით

 

გალერეა

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

  • ქართული სასწავლებელი

    ქართული სასწავლებელი

პორტფოლიო

All
პროექტები
ღონისძიებები
ჩვენი კურსდამთავრებულები
გასვლითი გაკვეთილები