სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
არაფორმალური განათლება
არაფორმალური განათლება
არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.
არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისა და სამყაროს ერთიანობის აღსაქმელად, იგი ჩვენი სასწავლო პროგრამის „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ განუყოფელი და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
მდგრადი განვითარების კლუბი "ძელქვა"
"ქართულ სასწავლებელში" არაფორმალურ განათლებას კლუბი "ძელქვა" ხელმძღვანელობს.
„ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფაცხოვრების პირობები მაცხოვრებლის თვისებანი არიან. რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებსაც იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი.“ - ვაჟა-ფშაველა
მისია
განავითაროს მოსწავლეებში ის ცოდნა, ის თვისებები, უნარები და ფასეულობები, რომელიც დაეხმარება მათ იცხოვროს „ხვალ“ წარმატებით.
მიზანი
მდგრადი განვითარებითი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ხელის შეწყობა.
შეიქმნას სასურველი სოციალური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკურ გაჯანსაღებასა და მათ შორის ბუნებრივი, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ამოცანები
მდგრადი განვითარების პროექტების ახალი თემების შემუშავება და სკოლის სივრცეში შედგენილი პროექტების პრაქტიკული რეალიზაცია.
სახალისო პირობებში საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური ცოდნის პრაქტიკულ ურთიერთქმედებას მდგრადი განვითარების პრინციპების ფონზე.
სამყაროში საკუთარი თავის შემეცნების შესაძლებლობას. მოსწავლეებში პიროვნულობის, `მე-ს~ თვითგანვითარების, თვითრეალიზაციისა და თვითაქტუალიზაციის ზრდა.
ბუნებაში საკუთარი როლის გაცნობიერებასა და საკუთარი როლის დადგენა.
ინტერაქტიური მეთოდების ფართო სპექტრის გამოყენება.
საქმიანობა
კლუბი „ძელქვა“-ს ძირითადი საქმიანობა წრმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობასა და განხორციელებას, რისთვისაც კლუბი როგორც სკოლის სივრცეში, ისე სკოლის სივრცის გარეთ იყენებს შემდეგ აქტივობებს:
A აქტივობა = B ბანაკები + C გასვლითი გაკვეთილები + Dკონფერენციები და გამოფენები + E პროექტები+ Fგარემოს დაცვა +...