სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ფსიქოლოგი
ფიზიკური გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, თუმცა, “ქართული სასწვლებლისთვის“ უსაფრთხო სკოლა პირველ რიგში ბავშვისთვის უსაფრთხო, ჯანსღი და კეთილგანწყობილი გარემოა, რომელზეც ზრუნვა სკოლის ფსიქოლებს ევალებათ.
ჩვენ სკოლაში მუშაობს ორი კვალიფიციური ფსიქოლოგი. ქალბატონი რუსუდან იმედაძე და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ანა ჩიკვილაძე.
„ქართული სასწავლებლის“ პროგრამის შესაბამისად ფსიქოლოგი ჩართულია როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ სასკოლო პროცესში.
ფსიქოლოგის საათი
ფსიქოლოგის საათი მნიშვნელოვად განსხვავდება სტანდარტული გაკვეთილის ფორმატისგან.
კლასების შიგნით არსებული მიკრო სოციალური კლიმატისა და მოსწავლეების ასაკობრივი თავსებურებების გათვალისწინებით ფსიქოლოგები განათლების ფსიქოლოგიაში არსებული თანამედროვე მეთოდების გამოყენებით სისტემატიურად ატარებენ პრევენციულ სამუშაოებს, რომლის მიზანია:
- საკლასო მიკროკლიმატის დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კლასში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარება;
- კლასის შიგნის მოსწავლეებს შორის, აგრეთვე მშობლებსა და პედაგოგებთან კომუნიკაციის მოგვარება;
- კონფლიქტების მართვა;
- ბულინგის პრევენცია, მისი გამოვლენა და აღმოფხვრა
ფსიქოლოგი და დამრიგებელი
ფსიქოლოგები აქტიურად თანამშრომლობენ კლასის დამრიგებლებთან, კონსულტაციებს უწევენ კლასის შიგნით ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში, მშობლებთან კომუნიკაციის დროს, მოსწავლეების ემოციური პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში.
ტრენინგები
ჩვენი სკოლის ყველა კლასის დამრიგებელი ვალდებულია გაიაროს ტრენინგი ,,უსაფრთხო საკლასო მიკროკლიმატი“, ასეთი ტრენინგების მიზანია:
- ასაკობრივი თავისებურებები შესწავლა
- მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
- კონფლიქტების მართვა
- მშობლებთან თანამშრომლობითი ქცევის სტრატეგიის დანერგვა
- მაგალითების განხილვა
ტრენინგებს ატარებს მომწვეული ფსიქოლოგი თინათინ ნორაკიძე.