სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
ექიმი
საქმიანობის აღწერილობა
სკოლაში მუშაობს ორი ექიმი ყოველდღე, 9:00-18: 00, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
ექიმის კაბინეტი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე სადაც მოთავსებულია სამედიცინო სავარძელი, პირველადი დახმარების კარადა, წნევის გასაზომი აპარატი, თერმომეტრი, ბინტი, ჭრილობის დამცავი პლასტირი, სტერილური ბამბა და რამდენიმე სახეობის ისეთი წამალი, რომელთა გაცემა აფთიაქებში დაშვებულია ურეცეპტოდ და თავისუფალ გაყიდვაშია: ტკივილგამაყუჩებელი, წნევის დამწევი, ტემპერატურის დამწევი და სხვა.
მედიკამენტების მიღება
ისეთი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, როგორიცაა თავის ან ყელის ტკივილი, მოსწავლეებს მშობლის ნებართვის საფუძველზე მიეცემათ წამლები.
თუ მოსწავლეს რაიმე მიზეზის გამო სჭირდება სახლიდან მოტანილი მედიკამენტების მიღება სასწავლო პროცესის პერიოდში , მშობელი ვალდებულია საქმის კურსში ჩააყენოს კლასის დამრიგელბელი და წამალთან ერთად გამოატანოს მოსწავლეს მშობლის წერილობითი ნებართვა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წამლის დასახელება, მიცემის დრო და დოზირება. წამალი უნდა შეინახოს სკოლის ექიმმა, კაბინეტში. სკოლის ექიმი დაეხმარება მოსწავლეს წამლის მიღებაში.
პირველადი დახმარების აღმოჩენა
ექიმი უფლებამოსილია შეუძლოდ მყოფ პირს აღმოუჩინოს მხოლოდ და მხოლოდ პირველადი მარტივი სამედიცინო დახმარება, რომლის გადადებაც მდგომარეობის გართულების აშკარა საშიშროების გამო დაუშვებელია.
მოსწავლის ან თანამშრომლის შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, ექიმი საქმის კურსში აყენებს სკოლის დირექციას, დაშავებულის მშობლებს, მის წარმომადგენელს ან ოჯახის სხვა წევრებს.
იმ შემთხვევაში თუ სახეზეა მწვავე სამედიცინო პრობლემა (ავადმყოფობის მწვავე გართულება, შეტევები, უბედური შემთხვევა, ანდა მოსწავლის, მასწავლებლის ან თანამშრომლის სხეულის დაზიანება) და მოცდის საშუალება არ არის, სასწავლებლის ექიმი ვალდებულია დაუყოვნებლივ დარეკოს 112–ზე და გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ავადმყოფი მოსწავლის/თანამშრომლის მხრიდან ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ექიმი ვალდებულია გაათავისუფლოს მოსწავლე/თანამშრომლი სკოლიდან.
ექიმს არ აქვთ უფლება მოსწავლე ავადმყოფობის მიზეზით გაათავისუფლოს სკოლიდან მოსწავლის კლასის დამრიგებლის ან სკოლის ადმინისტრაციის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე.
ექიმის საქმიანობასა და უფლება - მოვალეობებს არეგულირებს "ქართული სასწავლებლის" დისციპლინარული საბჭოს მიერ შემუსავებული და დირექტორის მიერ დამტკიცებული "ექიმის დებულება" .