სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
მესამე საფეხური
მესამე, საშუალო საფეხურის, III ეტაპის ამოცანაა:
- შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის დონის განათლების მისაღებად;
- შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ მან თავისი მომავალი განვითარების გზის ასარჩევად გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში; მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
ჩვენი ვალია სწავლების III ეტაპზე:
• დიფერენცირებული და ინდივიდუალური სწავლების პირობების შექმნა, მოსწავლეების მიერ არჩეული სასწავლო ტრაექტორიების არჩევით, რომლებიც შეესაბამება მის მოთხოვნილებას, მიდრეკილებასა და ნიჭს.
• მოსწავლეების სოციალიზაციის გაღრმავება, მომზადება პროფესიის გარკვევაში.
III ეტაპზე მოსწავლეები თავს უყრიან წინა საფეხურზე მიღებულ ცოდნას, თან, იმავდროულად, ემატებათ სპეციალური საგნები, რომლებიც მოიცავენ რა საკუთარ თავში მდგრადი განვითარების ასპექტებს, გლობალურად ისევ ერთიანდებიან მდგრადი განვითარების სივრცეში, როგორც ერთიანი სისტემა.
"ქს"-ს სასწავლო გეგმაში აისახება ყველასათვის სავალდებულო საგნები და არჩევითი პროფილები.
III ეტაპზე კი მდგრადი განვითარება, როგორც ზესაგნობრივი განზოგადება, მოსწავლეთა ცნობიერებაში სხვადასხვა საგანში ადრეულ ეტაპზე მიღებული ცოდნით განზოგადდება.
საგნების მდგრადი განვითარების სივრცეში სწავლება აუცილებელი ფაქტორია ისეთი პიროვნებების აღსაზრდელად, რომლებიც ბუნების თანაზიარად, სამყაროს მარადიულად არსებული კანონზომიერების შემმეცნებლად და დამცველებად მოგვევლინებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლებელში ბავშვს ყველა საგანი, სწავლების სამივე საფეხურზე განსხვავებული მოცულობითა და სიღრმით მიეწოდება. მიმდინარეობს სასწავლო მასალის გამეორება, გაღრმავება და განვითარება, რაც მის ცნობიერებაში აყალიბებს სამყაროს განვითარების კანონზომიერ და ლოგიკურ ხაზს.
"ქართული სასწავლებლის" პრინციპებიდან გამომდინარე მისი მთავარი ფუნქციაა მოამზადოს მოზარდი თაობა მრავალკუტურულ გარემოში ცხოვრებისათვის. ამ მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალება მულტიკულტურული განათლებაა, რომლის მიზანია ისეთი პიროვნების აღზრდა, რომელსაც უნარი შესწევს აქტიურად და ეფექტურად იმოქმედოს მრავალეროვან და პოლიტკულტურულ გარემოში, რომელიც ფლობს სხვა კულტურათა გაგებისა და პატივისცემის საკმაო განვითარებულ გრძნობას. მულტიკულტურული განათლების ასპექტები ინტეგრირებულია სხვადასხვა საგნებში.