სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
მეორე საფეხური
მეორე საბაზო საფეხურის, II ეტაპის, ამოცანაა:
- დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
- ჩამოუყალიბოს მოსწავლეს წინაპირობები სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით მომავალი არჩევანის გასაკეთებლად; შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სასწავლო პროცესის II ეტაპი შედარებით ფართო, მასშტაბურ ხასიათს ატარებს. "რთული მთელიდან, რთულ ნაწილამდე" მოძრაობა ზოგადიდან - კერძომდე. სწავლების ამ ეტაპზეც თანმიმდევრული ფორმით, ასაკის გათვალისწინებით, მიმდინარეობს უფრო გლობალური საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტა. თუკი პირველი საფეხური გამარტივებულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეს სამყაროში მისი ფუნქციის შესახებ, სწავლების II, გართულებულ ეტაპზე, პროგრამით "სამყაროსმცოდნეობა" - "სამყარო და ადამიანი", ბავშვმა უნდა აღიქვას თავი მთლიანი, ურთულესი სამყაროს ერთ-ერთ რთულ ნაწილად; მან უნდა გააცნობიეროს სამყაროს შემადგენელი ნაწილების ურთიერთდამოკიდებულება და დაადგინოს ადამიანის ადგილი და დანიშნულება ამ დამოკიდებულებაში. სამყაროსმცოდნეობის საფუძვლები ბავშვის ცოდნისა და აზროვნების დონის განვითარების ფარგლებში ასახულია სხვადასხვა სპეციფიკურ საგანსა და მათ თანმიმდევრობაში.
II ეტაპის სამყაროსმცოდნეობა როგორც ზესაგნობრივი განზოგადება მოიცავს თითქმის ყველა მეცნიერების დარგს და წარმოადგენს საგანთა სიმრავლის სისტემას, რომელშიც საგნები ერთმანეთთან მიმართებაში, ურთიერთქმედებასა და თანმიმდევრობაში ქმნიან მთლიანობას, ერთიანობას.
ყველა საგანს გააჩნია სამყაროს საკუთარი ხედვა და განიხილავს სამყაროში მიმდინარე მოვლენებს თავისი სპეციფიკური ენით, ამავე დროს თვითონ წარმოადგენს ერთ მთლიან სისტემას (თავისებურ ქვესისტემას) თავისი სპეციფიკური კავშირებით. ხოლო რაც შეეხება ზესაგანს, ის მიიღება არა მათი ერთმანეთზე დადებით ან მარტივი შეკავშირებით, არამედ ამ საგნების შერწყმით, სივრცესა და დროში.
II ეტაპზე სასწავლო პროგრამაში "სამყარო და ადამიანი" შემავალ საგნებში: "ხალხები და სახელმწიფოები", "მხარეთმცოდნეობა", "ქვეყანათმცოდნეობა", "კონტინენტმცოდნეობა" , ხდება მეცნიერული ცოდნის ახალი სტრუქტურის ზესაგნობრივი ინტეგრაცია, ყველა მეცნიერების სინთეზი, რომელიც ხორციელდება როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ სივრცეში.
სასწავლო საგანი "ცივილიზაცია და გარემო" საშუალებას იძლევა, რომ ბავშვებმა კარგად გააცნობიერონ:
- ეკონომიკის, როგორც გარემოს ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის
- მნიშვნელობა;
- ეკონომიკა, როგორც სახელმწიფოებრივი ფენომენი;
- არასწორი სახელმწიფოებრივი ეკონომიკური პროგრამა და გარემო - ბუნებაში წონასწორული პროცესების რღვევის მთავარი მიზეზი;
- ეკონომიკისა და ეკოლოგიის, სოციოლოგიის ინტეგრაციისათვის ღრმა ფესვების არსებობა, რადგან ეს მეცნიერება განიხილავს ცოცხალ არსებათა მოთხოვნილებებს და ეძებს მათი დაკმაყოფილების ოპტიმალურ საშუალებას.
ჩვენი მიზანია ბავშვებისთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი გახდეს პრობლემების მრავალმხრივი განხილვა როგორც ეკონომიკურ, ისე ეკოლოგიურ, სოციალურ და სამართლებრივ ასპექტში. გათვალისწინებული და შესრულებული უნდა იქნას ადამიანის ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნები, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვა მდგრადი განვითარების პრინციპების სივრცეში.
ასეთ მრავალმხრივ მიდგომას დიდი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. სოციოლოგიის, ეკოლოგიისა და სამართლებრივი პრობლემების განხილვის გარეშე ეკონომიკის განვითარებამ შეიძლება მიგვიყვანოს დემოკრატიზაციის და კაცობრიობის დაღუპვამდე. ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია დროულად იქნეს დაწყებული ახალგაზრდა თაობის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სამართლებრივი შეგნების განვითარება, რაზეც ცივილიზაციის მომავალია დამოკიდებული.
II ეტაპის დასრულების შემდგომ ბავშვი უკვე სულ სხვა თვალთახედვის და პოზიციის მატარებლად უნდა მოგვევლინოს. უპირველეს ყოვლისა, მან უნდა გააცნობიეროს უმთავრესი ფსიქოლოგიური მომენტი, რომ თავად იგია შემოქმედი და წყარო ყველა იმ მოქმედებისა, რომელიც მისგან მიმდინარეობს. მას, როგორც პიროვნებას, უკვე უნდა გააჩნდეს, საკუთარი მოსაზრებისა და განცდის პირუთვნელად და გაცნობიერებულად გამოხატვის ნება, "რათა თავად იყოს თავის თავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს" - ვაჟა-ფშაველა.