სიახლეები
"ქართულ სასწავლებელს" ქების სიგელი გადაეცა
22 August, 2022 by Georgian School
2022 ფისკალურ წელს იაპონიის საგარეო საქმეთა...
სიახლეების არქივი
კალენდარი
სასპორტო სექტორი
სასპორტო სექტორი თავის უმთავრეს ფუნქციას თითოეული ბავშვის ფიზიკურ განვითარებასა და მათში არსებული სპორტული მონაცემების გამოვლენაში ხედავს. სპორტული ხელოვნება ხომ შექმნის დღიდანვე სულიერი და ფიზიკური ენერგიის ჰარმონიულ თანაარსებობად მოიაზრებოდა. სპორტის თითოეული სახეობის სკოლაში დანერგვა ითვალისწინებს ყოველი ბავშვის ინტერესსა და ფიზიკურ მონაცემებს.
სწავლების I საფეხურზე მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით შეირჩევა სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა ჭადრაკი, ცურვა და სამთო-სათხილამურო სპორტი. სამეჯლისო და სპორტული ცეკვები. მათი სურვილის შესაბამისად, გარკვეული დრო დაეთმობა რაგბის, ფეხბურთსა და კალათბურთს. ამ საფეხურის სასწავლო პროგრამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხალხურ ეროვნულ თამაშობებს - ლახტი, ლელო და სხვა.
II საფეხურზე მნიშვნელოვანი დრო და ყურადღება ეთმობა ტურიზმს. გასვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ეთნოგრაფიული მასალის ხილვა - სასწავლო -შემეცნებითი კუთხით გაამდიდრებს მოსწავლეთა მიერ მოწყობილ ლაშქრობებს. ცურვასა და ჭადრაკთან ერთად, ზამთარში მოეწყობა სამთო-სათხილამურო შეჯიბრებები და ტურნირები.
რაც შეეხება III საფეხურს, მისი ფუნქცია ბავშვების პროფესიონალური ინტერესების და სურვილების გათვალისწინება გახლავთ. ამ ასაკში მათ უკვე სრული შესაძლებლობა აქვთ სწორი ორიენტირი აიღონ სპორტის ამა თუ იმ სახეობაზე და წინა წლებში მიღებული სპორტული გამოცდილება შესაბამისად გამოიყენონ. სასპორტო ინსტრუქტორების მოვალეობაც თითოეული ბავშვის უნარისა და შესაძლებლობის სწორად შეფასებაა.
სასპორტო სსექტორის ძირითადი მიმართულებაა რაგბი. მის ბაზაზე საქართველოში პირველად შექმნილმა ბავშვთა რაგბის გუნდმა 1997 წელს წარმატებით იასპარეზა მორაგბე ბავშვთა შოტლანდიის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე. შემდგომშიც იგი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ბავშვთა ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზობებში და მოპოვებული აქვს დიპლომები და მედლები.