Tbilisi, Queen Ketevan Ave 23 +995 32 2745496

Electronic Journal

New blog posts

No blogposts done yet. Be the first to post here.

Calendar of Events

Closest Events
All events on this day

Labrary

      

 

ბიბლიოთეკის მუშაობის კონცეფცია

სკოლის მისიის, მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულების საქმეში მნიშვნელოვენი როლი ენიჭება სასკოლო ბიბლიოთეკას. ის უნდა იქცეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოსწავლეთა აღზრდის, განათლებისა და ყოველმხრივი განვითარების ცენტრად.

სასკოლო ბიბლიოთეკამ წამყვანი როლი უნდა დაიკავოს სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში. იგი უნდა ასრულებდეს არა მარტო წმინდა საბიბლიოთეკო პროცესებს, არამედ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ინფორმაციული განათლების ელემენტების გაცნობა-სწავლებასა და მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის აკადემიურ დონეზე წარმართვას.

ბიბლიოთეკის ჭეშმარიტ ფუნქციას შეადგენს მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების თვითრეალიზაცია, მათი ინტელექტუალური ზრდა, სასწავლო საგნების შეგნებული შესწავლა. მეცნიერების საფუძვლების დაუფლება შეუძლებელია წიგნების გარეშე. ბიბლიოთეკაში არსებული მეცნიერულ-პოპულარული გამოცემები სხვადასხვა დარგში ამ მიზანს ემსახურება. კითხვის პროცესში, თუ იგი გონივრულად წარიმართა, მოსწავლე ადვილად რწმუნდება საკუთარ ინტელექტუალურ, თუნდაც ფიზიკურ შესაძლებლობებში. მთავარია, მოსწავლე, ბავშვი-მკითხველი იმთავითვე სწორად დაეუფლოს ინფორმაციული კულტურის ელემენტებს.

ბიბლიოთეკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მოსწავლეთა და პედაგოგთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მომსახურება, წიგნიერი გარემოს შექმნა სკოლაში, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა ინფორმაციის ტრადიციული და თანამედროვე საშუალებებით.

სკოლა მოწოდებულია სასწავლო პროცესი ააგოს მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდის, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარის თანდათანობითი სრულყოფის პრინციპებზე. ამასთან ეს პროცესი დაფუძნებული უნდა იყოს ინფორმაციის ტრადიციულ და თანამედროვე საშუალებებზე, რომლებიც თავის მხრივ გამომდინარეობს სასწავლო პროგრამების შინაარსისა და ამოცანებიდან. ამ ასპექტით სკოლის ბიბლიოთეკა მოწოდებულია მიაჩვიოს მოსწავლე სხვადასხვა სახის ინფორმაციის წყაროებზე მუშაობას, ინფორმაციის მრავალრიცხოვანი ნაკადიდან მისთვის აუცილებელი მასალის გამოყოფის ხერხებისა და მეთოდების ათვისებას და, რაც მთავარია, შეაყვაროს წიგნი, კითხვა, გახადოს იგი სწავლების, აღზრდისა და მთლიანი სასწავლო პროცესის ორგანული ნაწილი.

ამ მიზნების მისაღწევად სკოლაში აქტიურად გამოიყენება საბიბლიოთეკო რესურსები:

  1. წიგნადი ფონდი,
  2. აუდიოვიზუალური მასალები,
  3. ელექტრონული ჩანაწერები.

მკითხველთა გააქტიურებისა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების საქმეში ბიბლიოთეკამ უნდა გამოიყენოს მკითხველებთან მუშაობის სხვადასხვა მეთოდები და ფორმები:

    1. ლიტერატურული თამაშები
    2. ვიქტორინები
    3. ლიტერატურული დღესასწაულები
    4. მკითხველთა კონფერენციები
    5. სპექტაკლები
    6. წიგნის კვირეულები და სხვა
    7. მკითხველთა კონფერენციები
    8. ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები
    9. საგნობრივი წრეების ორგანიზება
    10. წიგნის გამოფენები
    11. საბიბლიოთეკო პლაკატები
    12. შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
    13. შთაბეჭდილებები წაკითხულ წიგნებზე
    14. ლიტერატურული მარათონი
    15. წიგნის პრეზენტაციები
    16. მოგზაურობა წიგნით
    17. ჩემი საყვარელი წიგნი, პერსონაჟი
    18. წლის წარჩინებული მკითხველი
    19. ინტეგრირებული გაკვეთილი

 

 ელექტრონული კატალოგი

 

 

 

 

slider

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

New portfolio entries

All
Projects
Events
Alumni
Field Lessons