Tbilisi, Queen Ketevan Ave 23 +995 32 2745496

Electronic Journal

New blog posts

No blogposts done yet. Be the first to post here.

Calendar of Events

Closest Events
All events on this day

Non-formal education

        

არაფორმალური განათლება

არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.

არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისა და სამყაროს ერთიანობის აღსაქმელად,  იგი ჩვენი სასწავლო პროგრამის „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ განუყოფელი და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

მდგრადი განვითარების კლუბი "ძელქვა"

"ქართულ სასწავლებელში" არაფორმალურ განათლებას კლუბი "ძელქვა" ხელმძღვანელობს.

ძელქვა – პლანეტის ერთადერთი უძველესი მცენარე საქართველოში, კუნძულ კრეტაზე, ჩინეთსა და იაპონიაში გვხვდება და მსოფლიოში ქართული სახელით ცოცხლობს.

„ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფაცხოვრების პირობები მაცხოვრებლის თვისებანი არიან. რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებსაც იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი.“ - ვაჟა-ფშაველა

მისია

განავითაროს მოსწავლეებში ის ცოდნა, ის თვისებები, უნარები და ფასეულობები, რომელიც დაეხმარება მათ იცხოვროს „ხვალ“ წარმატებით.

 

მიზანი

მდგრადი განვითარებითი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ხელის შეწყობა.

შეიქმნას სასურველი სოციალური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკურ გაჯანსაღებასა და მათ შორის ბუნებრივი, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 

ამოცანები

მდგრადი განვითარების პროექტების ახალი თემების შემუშავება და სკოლის სივრცეში შედგენილი პროექტების პრაქტიკული რეალიზაცია.

სახალისო პირობებში საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური ცოდნის პრაქტიკულ ურთიერთქმედებას მდგრადი განვითარების პრინციპების ფონზე.

სამყაროში საკუთარი თავის შემეცნების შესაძლებლობას. მოსწავლეებში პიროვნულობის, `მე-~ თვითგანვითარების, თვითრეალიზაციისა და თვითაქტუალიზაციის ზრდა.

ბუნებაში საკუთარი როლის გაცნობიერებასა და საკუთარი როლის დადგენა.

ინტერაქტიური მეთოდების ფართო სპექტრის გამოყენება.

 

საქმიანობა

კლუბი „ძელქვა“- ს ძირითადი საქმიანობა წრმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობასა და განხორციელებას,  რისთვისაც კლუბი როგორც სკოლის სივრცეში, ისე სკოლის სივრცის გარეთ იყენებს შემდეგ აქტივობებს:

 

აქტივობა = B ბანაკები + C გასვლითი გაკვეთილები + Dკონფერენციები და გამოფენები + E პროექტები+ Fგარემოს დაცვა +...

 

         

slider

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

New portfolio entries

All
Projects
Events
Alumni
Field Lessons