Tbilisi, Queen Ketevan Ave 23 +995 32 2745496

Electronic Journal

New blog posts

No blogposts done yet. Be the first to post here.

Calendar of Events

Closest Events
All events on this day

Formal Education

"ქს"-ს სასწავლო პროგრამების შედგენის ზოგადი პრინციპები:

სამყაროში ყველა და ყველაფერი მოძრავი, ცვალებადი, განვითარებადი და ურთიერთკავშირშია დროსა და სივრცეში, ცხადია, ამიტომ სამყაროს შემეცნებისათვის აუცილებელია, სასწავლო პროგრამაც წარმოადგენდეს დროსა და სივრცეში მოძრავ, ცვალებად და მუდმივად განვითარებად საგანთა ლოგიკურად შეკავშირებულ სისტემას.
 
სამყაროს თანამედროვე მოდელის შესაცნობად შემუშავებულია დისციპლინათა ერთიანობაზე, მთლიანობის ფილოსოფიაზე დაფუძნებული ლოგიკურად განვითარებადი სასწავლო პროგრამა.
პროგრამა მიმდინარეობს გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური და მდგრადი განვითარების ფონზე. მდგრადი განვითარების საკითხები სამყაროსმცოდნეობის პროგრამის, როგორც სისტემის, განუყოფელი ელემენტია და ყველა სასწავლო დისციპლინაში მოიაზრება, რა თქმა უნდა, ბავშვის ასაკისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით. 

ეტაპები

"ქს"-ში სასწავლო პროცესი სამ ეტაპად ხორციელდება:
  • I ეტაპი -  (I-VI კლასები) დაწყებითი საფეხური
  • II ეტაპი - (VII-IX კლასები) საბაზო საფეხური 
  • III ეტაპი -  (X-XII კლასები) საშუალო საფეხური

სექტორები

`ქართული სასწავლებელის~ სასწავლო რგოლი სტრუქტურულად მოიცავს ირითად, სამხატვრო, სამუსიკო და სასპორტო სექტორებს, რომელთა პროგრამები შეესაბამება  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამებს და ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი, მხატვრული აზროვნების განვითარებას და ასევე, მის ფიზიკურ სრულყოფას

ქართული სასწავლებელი და თეატრი

„ქართული სასწავლებელი“, როგორც საგანმანათლებლო კერა, სწავლების საკუთარი მსოფლმხედველობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, თვლის, რომ თეატრალური ხელოვნება“, როგორც სასწავლო დისციპლინა, კიდევ უფრო სრულყოფს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესს და განუვითარებს მოსწავლეს შემოქმედებითი და მხატვრული აზროვნების უნარს.

 

 

 

slider

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

  • Georgian School

    Georgian School

New portfolio entries

All
Projects
Events
Alumni
Field Lessons